ციტრუსების არომატით გაჟღენთილი ფაფუკი სუფლე

1166

კლასიკური ფრანგული დესერტის კიდევ ერთ, საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

ფორთოხლისა და ლიმონის სუფლე 

ინგრედიენტები: 

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი
  • 4 სუფრის კოვზი წმინდად დაფქული ნუში
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

სუფლე: 

  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 150 მლ რძე, ცხელი
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
  • 1 ფორთოხლის ცედრა და ახალგამოწურული წვენი (დაახლოებით 75 მლ)
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი “კუანტრო” ან “გრან მარნიე”
  • 4 დიდი კვერცხის ცილა
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრი – მოსაყრელად

ულუფა: 4

მომზადება: 35 წუთი

ცხობა: 15-18

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. 250 მლ მოცულობის სუფლეს 4 ყალიბს ფუნჯით წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი. გააცივეთ 5 წუთი. შემდეგ დანარჩენი კარაქიც წაუსვით.
  2. შეურიეთ ნუში და შაქარი, კოვზით ჩაყარეთ ყალიბებში და ამოძრავეთ, სანამ ამ მასით მთლიანად და თანაბრად არ დაიფარება კედლები. ზედმეტი ნაზავი გადმოყარეთ.
  3. სუფლე: საშუალო ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და 1 წუთის განმავლობაში ურიეთ ისე, რომ მასა არ გაყავისფრდეს.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ თბილი რძე, კიდევ 1-2 წუთით დააბრუნეთ საშუალო ცეცხლზე სანამ არ გასქელდება და ზედაპირზე ბუშტუკები გაუჩნდება. გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ.
  5. თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.
  6. პატარა ჯამში შეურიეთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, ფორთოხლის წვენი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და ლიქიორი. დაამატეთ რძისა და კვერცხის ნაზავს.
  7. გააცხელეთ ელქტროღუმელი 190 გრადუსზე.
  8. საცხობი ლანგარი ღუმელში მოათავსეთ.
  9. დიდ ჯამში მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. დაუმატეთ მორჩენილი 1 სუფრის კოვზი შაქარი და თქვიფეთ, სანამ მასა მყარი არ გახდება. ბეზე კოვზით შეურიეთ ცომს.
  10. ყალიბებში ისე გაანაწილეთ, რომ ჭურჭლის კიდეებიდან 1 სმ-ით იყოს ამოწეული.
  11. აცხვეთ 15-18 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება და გვერდებს ამოსცდება, ოღონდ ცენტრში ცოტა რბილი უნდა იყოს.
  12. მოაყარეთ შაქრის პუდრი და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.