ჩიხირთმა ტრადიციული ქართული წვნიანი კერძია, რომელიც ფქვილისა და კვერცხის დამატებით მზადდება. ჩიხირთმა უფრო ქართლსა და კახეთშია გავრცელებული. ყველაზე პოპულარულია ქათმის ჩიხირთმა, თუმცა, ძველ რეცეპტებს თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბატკნის ჩიხირთმას. ამ წვნიან კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს ქინძი და პიტნა. გაზაფხულზე მას ტარხუნითაც ამზადებენ.
ინგრედიენტები:
- 1 ცალი მოზრდილი ქათამი
- 10 კვერცხის გული
- 2 თავი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 100 გ კარაქი
- 1 ს.კ. ძმარი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 2 კონა ქინძი
- 1 კონა კამა
- მარილი
- შავი პილპილი
მომზადების წესი:
- ქათამი მოცხარშოთ, ხარშვისას ქაფი მოვხადოთ, შემდეგ ამოვიღოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ბულიონი დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ.
- ქათმის ნახარშის ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თუ ცხიმი დააკლდება, კარაქი დავუმატოთ.
- კვერცხის გულები ცოტაოდენ წყალთან ერთად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი, მარილი, პილპილი და ძმარი.
- მასა ავურიოთ და საცერში გავატაროთ, რომ ერთგვაროვანი გახდეს.
- კვერცხის მასა წვრილი ნაკადით ჩავუმატოთ ბულიონში და გამუდმებით ვურიოთ, რომ არ აიჭრას. დაახლოებით 5 წუთში კერძი მზადაა.
- წვნიანი მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მზა ჩიხირთმას მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი, სუფრაზე მივიტანოთ ხორცთან ერთად.