“ჩიტის რძეს” მხოლოდ საკუთარი ხელით ვამზადებ. მაღაზიაში შენაძენზე, გაცილებით უფრო გემრიელი და უსაფრთხოა

2001

“ჩიტის რძე” – უამრავი ადამიანისთვის საყვარელი დესერტი. ნაზი, ფაფუკი სუფლესა და შოკოლადის კომბინირებით მიღებული შეუდარებელი გემო ტკვილეულის მოყვარული თითოეული ადამიანის გულში მარტივად აღწევს. რომ იცოდეთ, რისგან მზადდება მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებული ეს ტკბილეული, ალბათ, ის ასე აღარ გეყვარებოდათ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენს დროში თითქმის ყველა პროდუქტის წარმოების დროს არაერთი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, რაც ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას, უფრო კონკრეტულად კი ძალიან აზიანებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალს.

თუ თქვენ ტკბილეულის მოყვარული ხართ და საკუთარი ჯანმრთელობაც გადარდებთ, ყოველთვის საკუთარი ხელით მომზადებულ გემრიელობებს მიანიჭეთ უპირატესობა. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ნამდვილად შეუდარებელი გემოთი გამორჩეული “ჩიტის რძე” საკუთარი ხელით, თანაც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. ასეთი პროდუქტი თავისუფალი იქნება კონსერვანტებისგან, საღებავებისგან და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან.

ტორტი “ჩიტის რძე” 

ინგრედიენტები: 

  • ჟელატინის ორი შეფუთვა (თითო 8 გრამიანი)
  • 1 ჩაის ჭიქა რძე
  • 1 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 450 გრამი არაჟანი
  • 450 გრამი ათქვეფილი ნაღები
  • მცირეოდენი მცენარეული ზეთი (საცხობ ფორმაზე შესაზელად)

ინგრედიენტები მინანქრისთვის: 

  • 5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 შეფუთვა ჟელატინი (8 გრამი)
  • 5 ს.კ. რძე
  • 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი

მომზადება:

1. პირველ რიგში, შეურიეთ ერთმანეთში ჟელატინის 2 შეფუთვა და 1 ჩაის ჭიქა რძე. აირჩიეთ მოსახერხებელი ჭურჭელი – ის უნდა იყოს ცეცხლგამძლე და ზომაში საკმარისად დიდი, რათა შიგნით რძის ათქვეფა შევძლოთ.  დადგით ეს ნარევი საშუალე ცეცხლზე და კარგად თქვიფეთ. გახსოვდეთ, რძე არ უნდა მივიყვანოთ დუღილამდე. როდესაც მის თავზე ორთქლი გაჩნდება, დაუყონებლივ გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით რძისა და ჟელატინის ცხელ მასას დრო გასაგრილებლად.

2. სანამ ჩვენი ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, ცალკე ჭურჭელში მიქსერის გამოყენებით კარგად ათქვიფეთ მოცემული რაოდენობით არაჟანი, ნაღები და 1 ჩაის ჭიქა შაქარი. მოამზადეთ საცხობი ფორმა ჩვენი ტორტისთვის, წაუსვით მას მცენარეული ზეთი ფსკერზე და კედლებზე.

3. ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ რძისა და ჟელატინის გაგრილებული ნარევი ნაღების მასაში. თქვიფეთ კარგად მიქსერის გამოყენებით კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გახსოვდეთ, მასაში არ უნდა დარჩეს მცირე ზომის მკვრივი მასებიც კი.

4. მომზადებული ნარევი ჩაასხით საცხობ ფორმაში. მაქსიმალურად მოაგლუვეთ მისი ზედაპირი, რათა ის იდეალურად თანაბარი იყოს. საცხობ ფორმას გადააკარით სტრეჩი ან შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და შედგით მაცივარში.

5. ახლა დროა, შეუდგეთ მინანქრის მზადებას. შერურიეთ ერთმანეთში კაკაოს ფხვნილი, შაქარი და ჟელატინი. მიქსერით მუდმივი მორევის პირობებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ რძე და ცივი წყალი. მზა ერთგვაროვანი მასა დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ის დუღილამდე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად. მასა უნდა გახდეს ოდნავ ბლანტი.

6. დაახ. 1 საათის შემდეგ ძალიან ფრთხილად, აუჩქარებლად დაასხით ჩვენი მინანქარი პირველ მასას, მოასწორეთ ზედაპირი ლამაზად და კვლავ დააბრუნეთ მაცივარში 5 საათით. ძალიან გემრიელი და არომატული “ჩიტის რძე” მზად არის!

როდესაც ამ დესერტს თავად გასინჯავთ, პირობას გაძლევთ, შედეგი მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!