ბლინი ძალიან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი კერძია, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ რამ შეგიძლიათ დაურთოთ. არაჟანს, მურაბას, შესქელებულ რძეს, ასევე ხორცს, ხაჭოს და ყველას შესანიშნავად ერწყმის.
დღეს იდეალური ბლინების რეცეპტს გთავაზობთ. რატომ იდეალური? საქმე იმაშია, რომ მათი გაფუჭება შეუძლებელია და შიგთავსის გარეშეც სუფრიდან წამებში გაქრება.
შიგთავსით ხომ თანასწორი არ ჰყავს! ამ ბლინის საიდუმლო ინგრედიენტი სახამებელია. თუ ფქვილის ნახევარს სახამებლით ჩაანაცვლებთ, უფრო თხელ ბლინს გამოაცხობთ. თუ ცომს მდუღარე წყალში მოზელთ, კიდევ უფრო თხელი ფენის გამოცხობას შეძლებთ.
გემრიელი ბლინები
ინგრედიენტები:
- 600 მლ მდუღარე წყალი
- 600 მლ რძე
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 1,5 ჭიქა სახამებელი
- 4 კვერცხი
- 3 ს/კ კარაქი
- 3 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- ვანილი
მომზადება:
- კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ მარილი და ვანილი დაუმატეთ.
- ათქვეფა გააგრძელეთ, რძე დაუმატეთ და თანდათანობით ფქვილი და სახამებელი დაუმატეთ. ამ ბლინებით შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და სახამებლის ნაცვლად ბრინჯის ან შვრიის ფქვილი დაუმატოთ.
- ათქვეფა არ შეწყვიტოთ. გამდნარი კარაქი და მდუღარე წყალი წვრილ-წვრილად დაუმატეთ.
- ამ ეტაპზე ბლინები 30 წუთით გააჩერეთ, რომ ცომი დაყენდეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ბლინების ცხობა დაიწყოთ.
- შიგთავსი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს ახალი ხილი ან კენკრა, მურაბა და შესქელებული რძე.
- შიგთავსი ბლინის ერთ კუთხეში მოათავსეთ, გვერდითა ნაწილები დააფარეთ და შეახვიეთ.
თუ ბლინების მოყვარული ხართ, სწორედ ამ რეცეპტით მომზადება აუცილებლად უნდა სცადოთ. ასეთი ბლინი თქვენი საფირმო კერძი გახდება. თუ რეცეპტი მოგეწონათ, თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.