ამ პეროგმა სახელწოდება მომზადების წესიდან გამომდინარე მიიღო. ფხვიერი ცომი ჩვეულებრივ სამზარეულოს სახეხზე იხეხება. ამის გამო ნამცხვარი ძალიან ლამაზი გამოდის, ფირფიტა ფაქტურულია და ნაზი.
გახეხილი პეროგისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბა გამოიყენოთ, მაგრამ უმჯობესია, ძალიან თხელიც არ იყოს. ასევე, არც თუ ისე მოსახერხებელია დიდი კურკების აღმოჩენა ნამცხვარში.
ინგრედიენტები
2 კვერცხი
- 200 გრ მარგარინი
- 250 გრ შაქარი
- 1 ჩ.კ. ვანილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 500 გრ ფქვილი
- 200 გრ ჯემი ან მურაბა
მომზადება
1. დაადნეთ მარგარინი, ჩაასხით ღრმა თასში.
2. შეურიეთ მარგარინი, კვერცხი, შაქარი და ვანილი.
3. ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს ნელ-ნელა, კარგად მოურიეთ.
4. მოზილეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. ერთი მეორეზე ცოტათი დიდი უნდა იყოს. შემდეგ უფრო პატარა ნაწილი მოათავსეთ საყინულეში 1 საათით.
5. ფორმას პერგამენტი დააფინეთ და წაუსვით კარაქი. მეორე ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
6. წაუსვით ცომს ჯემი ან მურაბა, კარგად გაათანაბრეთ.
7. გამოიღეთ ცომის მეორე ნაწილი და დაახეხეთ საცხობ ფორმაზე მოთავსებულ ცომს.
8. შედგით პეროგი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
თუ მურაბა თხელია, შეგიძლიათ დაამატოთ დაფხვნილი ნამცხვარი ან დაჭრილი ნიგოზი. ძალიან გემრიელი შიგთავსი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!