ჩაუჯექით კარგ ფილმს და ახრამუნეთ საკუთარი ხელით მომზადებული მარილიანი კრეკერები

2807

პატარა კრეკერები ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ახრამუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ისინი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ – სასარგებლოც.

ინგრედიენტები: 

  • 60 გ (1/2 ჭიქა) სელის თესლი
  • 225 გ (1 – 1/2 ) თეთრი ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩ.კ მარილი წმინდა და მარილი მსხვილი
  • 2 ს.კ კარაქი
  • 1 ს.კ ოხრახუში
  • 120 მლ (1/2 ჭიქა) დაბალცხიმიანი რძე
  • 1 კვერცხი
  • შავი პილპილი

მომზადების წესი: 

1.ღუმელი წინასწარ გააახურეთ 170 გრადუს ცელსიუსზე.

2.მოამზადეთ ორი თუნუქის ფურცელი.

3.30 გ სელის თესლი სუნელების საფქვავში დაფქვით, ან ქვასანაყით დანაყეთ.

4.სელის თესლი (დაფქულიცდა დაუფქველიც), ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და დარბილებული კარაქი ჯამში კარგად აურიეთ და პურის ნაფშვენებივით გააფხვიერეთ.

5.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში. დაასხით რძე. მოზილეთ.

6.ცომი ორად გაყავით, გააბრტყელეთ და 23 სმ-იანი კვადრატის ფორმა მიეცით. კვადრატები გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და ცომის ფიგურული საჭრელით დაჭრით, დაახლოებით 20 კრეკერი რომ გამოვიდეს.

7.კულინარული ფუნჯით კვერცხის ცილა გადაუსვით, მარილი და პილპილი მოაყარეთ. აცხვეთ 15 წთ. თუნუქის ფურცლებს ადგილები შეუცვალეთ და კიდევ 10-15 წთ აცხვეთ. კრეკერები უნდა გამაგრდეს და ოქროსფერ- ყავისფრად შეიფეროს.

გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ხრამუნა კრეკერების მარტივი რეცეპტი!