ჩაანაცვლეთ ნაყიდი ტკბილეული სახლში მომზადებულით

933

არცერთი დღესასწაული არ გადის ტკბილეულის გარეშე, რათქმაუნდა თუ ოჯახში ბავშვები არიან. სახლში მომზადებული ყოველთვის მეტად სასარგებლოა ვიდრე ნაყიდი, ამიტომაც გირჩევთ ჩაანაცვლოთ ნაყიდი და ბავშვებს ნატურალური ტკბილეული მოუმზადოთ.

სახლში მომზადებული ტკბილეული

სახლში უამრავი სახეობის დესერტი შეგიძლა მოვამზადოთ მარტივად და სწრაფად. მე დღეს შემოგტავაზებთ 5 ჩემს ფავორიტ რეცეპტს, რომლებსაც ძალიან ხშირად ვიყენებ.

სახლშიმომზადებული დათუნია “ბარნი”

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 200გ ხაჭო
  • 100გ კარაქი
  • 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა

მომზადება

1.ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, ცალკე ჯამში მოათავსეთ კეფირი და ხაჭო. ეს ორივე მასა ერთმანეთს კარგად გადაურიე. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.დაუმატეთ ძმრით გააქტიურებული სოდა ან გამაფხვიერებელი. მოასხით კარაქი და მოურიეთ. მოათავსეთ ფორმებში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

“ტვიქსი”

ინგრედიენტები

  • 70გ ფქვილი
  • 30გ შაქრის ფხვნილი
  • 1 კვერცხის გული
  • 60გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 200გ შედედებული რძე
  • 100გ რძიანი შოკოლადი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ ცომი. ფქვილს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, მარილი. 40გ ცივი კარაქი დაჭერით კუბიკებად და გადაურიეთ ფქვილს. ამ მასას დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი და მოზილეთ ცომი.

2.ცომი გააბრტყელეთ წვრილად და შეინახეთ მაცივარში 20 წუთი. გამოაცხეთ 20 წუთი180 გრადუსზე. დაელოდეთ გაგრილებას. მოხარშეთ კარამელი. ღრმა ქვაბში გაალღვეთ 20გ კარაქი, დაუმატეთ შედედებული რძე. მოხარშეთ კარამელი 20 წუთი.

3.გაგრილების შემდეგ მოასხით ფირფიტას. მოასხით შოკოლადი, შეინახეთ მაცივარში 2 საათი. გემრიელად მიირთვით!

“ბაუნტი”

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა გახეხილი ქოქოსი
  • 1 ჭიქა შედედებული რძე
  • 2 შეკვრა რძიანი შოკოლადი

მომზადება

1.ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ქოქოსს დაუმატეთ შედედებული რძე. ამ მასას მიეცით ბურთულების ფორმები. შეინახეთ საყინულეში 20 წუთი.

2.ამასობაში გაალღვეთ შოკოლადი. ამოავლეთ ბურთულები და გააგრილეთ.

“ნუტელა”

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 60გ კარაქი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, შაქარი. მოასხით რძე, მოურიეთ. მოათავსეთ ცეცხლზე და წამოადუღეთ.

2.დააქუცმაცეთ ნიგოზი. ცხელი შოკოლადის მასას დაუმატეთ ნიგოზი და კარაქი.

გემრიელად მიირთვით!

“კინდერი”

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 125მლ ნაღები
  • 125გ ფქვილი
  • 5გ გამაფხვიერბელეი
  • 125გ შაქარი
  • 40გ კაკაო
  • 500გ მასკარპონე
  • 200მლ ნაღები
  • 50გ შაქარი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი და ნაღები. მასას დაუმატეთ ფქვილი, კაკაო, შაქარი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი და მოათავსეთ ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

2.მოამზადეთ შიგთავსი. ათქვიფეთ მასკარპონე. ცალკე ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად. კრემს დაუმატეთ ყველი და კარგად მოურიეთ.

3.გაგრილებული ბისკვიტი გაყავით 2 ნაწილად. ერთს წაუსვით კრემი, ზემოდან დაადეთ მეორე ბისკვიტი. შეინახეთ 3 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!