შოკოლადი შოკოლადზე: ბერძენი დიასახლისების ტკბილეულობა ექსტაზამდე მიგიყვანთ

3093

შოკოლატოპიტა – ტრადიციული ბერძნული დესერტია. შოკოლადის ნამცხვრის ყოველი ლუკმა პირში დნება, რადგან შოკოლადისა და ნაღების უნაზესი შიგთავსითაა გაჟღენთილი. სიამოვნებისგან მეტყველების უნარს კარგავ.

რეცეპტურაში არაფერი რთული არაა. ერთადერთი, შეგიძლიათ ძვირად ღირებული ზეითუნის ზეთი სიმინდის ან მცენარეული ზეთით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ მწარე შოკოლადი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 160 მლ ზეითუნის ზეთი
  • 120 გრ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 120 გრ ნიგოზი
  • 1 მწ მარილი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 100 მლ ნაღები

მომზადება

1. დაადნეთ ორთქლზე მწარე შოკოლადი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, შაქარი, ზეითუნის ზეთი. მოურიეთ და სათითაოდ დაამატეთ კვერცები. ათქვიფეთ მასა სანამ ფაფუკი არ გახდება.

2. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ფრთხილად მოურიეთ.

3. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას, დაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

4. მოსასხმელისთვის დაადნეთ ორთქლზე შავი შოკოლადი, დაუმატეთ ნაღები და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში.

5. დაჭერით მზა ნამცხვარი ულუფებად, მოასხით მინანქარი.

შოკოლადის ნამცხვარი მიირთვით ვანილის ნაყინის ბურთულასთან. აუცილებლად მოგეწონებათ ნამცხვრის სტრუქტურა და შოკოლადისა და ნიგვზის არომატი! მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!