ამ დესერტზე გემრიელი უკვე დიდიხანია არაფერი გამისინჯავს. თან მარტივი და სწრაფია! რაც მთავარია ეს ტკბილეული სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
ინგრედიენტები
- რიაჟენკა 800მლ
- ჟელატინის ფურცლები 12 ცალი
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- შაქარი 100გ
მომზადება
1.დაალბეთ ჟელატინი წყალში 5 წუთი. კარგად გამოწურეთ.
2.ცალკე ღრმა ჯამში რიაჟენკას დაუმატეთ შაქარი, კაკაო და მოურიეთ.
3.ჟელატინი მოათავსეთ მიკროტალღურში, გააგრილეთ, დაუმატეთ 2 კოვზი შოკოლადის მასა, კარგად მოურიეთ და ჩაასხით მთავარ მასაში.
4.მასა ჩაასხით ფორმაში, შეინახეთ მაცივარში 12 საათი.
მოაყარეთ კაკაო და გემრიელად მიირთვით!