შოკოლადის ტორტი კაპუჩინო ღუმელის გარეშე

1908

რბილი და ნაზი შოკოლადის ტორტი ნაზი ყავის არომატით, რომელიც ცხვება ტაფაზე.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • რძე 200მლ
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • შაქარი 200გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კაკაო 4 სუფრის კოვზი
  • ვანილი 2გ
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი

კრემისთვის

  • ნაღები 30% 200მლ
  • არაჟანი 25% 300გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ
  • დასანამი
  • ხსნადი ყავა 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 50მლ

დასანამისთვის

  • შოკოლადი 50გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, ათქვიფეთ მიქსერით.
  2. სანამ არ გათეთრდება მასა არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  3. შემდეგ ჩაასხით მცენარეული ზეთი და რძე, მოურიეთ ფრთხილად.
  4. ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
  5. ფქვილის მასა გაცერით და დაუმატეთ კვერცხისას.
  6. დაგჭირდებათ სქელ ძირა ტაფა.
  7. ტაფას წაუსვით ზეთი და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე.
  8. დაასხით ცომი ტაფაზე.
  9. გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.
  10. გადმოაბრუნეთ კორჟი და გამოაცხვეთ კიდევ 10-15 წუთი.
  11. მე გამომივიდა 6 ცალი კორჟი.
  12. გაათანაბრეთ კორჟები.
  13. მოვამზადოთ კრემი. არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
  14. ცალკე ათქვიფეთ ნაღები დაუმატეთ არაჟანს და ნიჩბით ფრთხილით მოურიეთ.
  15. მოურიეთ ნაზად და ფრთხილად, რათა არ ჩაიფუშოს კრემის მასა.
  16. კორჟები დანამეთ წყალში გახსნილი ყავით. დანამვამდე გააგრილეთ ყავა.
  17. ავაწყოთ ტორტი. პირველ კორჟს წაუსვით კრემი, მასზე მოათავსეთ მეორე კორჟი და მასაც წაუსვით კრემი.
  18. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი. დარჩენილი კრემი წაუსვით მთლიანად ტორტს.
  19. ზედმეტი კორჟისგან და გახეხილი შოკოლადისგან მოამზადეთ მოსაყრელი მასა.
  20. ტორტი მოათვსეთ მაცივარში 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!