შოკოლადის ტორტი „დეპრესია“, რომელიც აშშ–ში 1930-იან წლებში პოპულარული იყო

366

რას ფიქრობთ, რომ ტორტი კვერცხის და კარაქის გარეშე მოამზადოთ? თუ რძის გარეშეც? ნუთუ შეიძლება ღირსეული დესერტის მომზადება მთავარი ინგრედიენტის გარეშე?! აი, ამერიკელებმა დიდი დეპრესიის დროს მსგავსის მოფიქრება შეძლეს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ უჩვეულო რეცეპტს, რომელიც დასავლელ დიასახლისებს რთულ წლებში ეხმარებოდა.

ტორტი კვერცხისა და კარაქის გარეშე

იმ დროს მართლაც რთული პერიოდი იყო. 1929 წელს საფონდო ბაზრის კრახით დაწყებული ეკონომიკური კრიზისი 10 წელი გაგრძელდა. სამრეწველო წარმოებამ რამდენიმე წლით უკან დაიხია, მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ბევრი – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მათგანი სახის შენარჩუნებასა და ძველებური ცხოვრების გაგრძელებას ცდილობდა, ბევრი ოჯახი დამზოგველობის ახალ დონეზე გადავიდა. ეს კულინარიასაც შეეხო, მით უფრო ბევრი პროდუქტი დეფიციტური იყო. ცომეულში ხშირად იყენებდნენ კულინარიულ ცხიმს, რომელიც როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის შეიძლება იყოს. ამ რეცეპტში მარგარინით ან მცენარეული ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ შაქარი
  • 480 მლ ძლიერი ყავა, წყალი ან ვაშლის წვენი
  • 120 მლ კულინარიული ცხიმი
  • 290 გ მუქი ქიშმიში ან წვრილად დაჭრილი შავქლიავი
  • 1 საშუალო ზომის ვაშლი
  • 250 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ბაჰარის წიწაკა
  • 1 ჩ/კ მიხაკი
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 110 გ დაქუცმაცებული ნიგოზი ან ნუში

მომზადების წესი:

1. საშუალო ზომის ღრმა ტაფაში ყავა, შაქარი, მარგარინი ან მცენარეული ზეთი, ქიშმიში, ასევე გათლილი და დაჭრილი ვაშლი 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. დროდადრო ურიეთ. ნარევი 10 წუთით გააგრილეთ.

2. ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, ყველა სანელებელი და ასევე კაკალი ღრმა თასში აურიეთ. მშრალ ინგრედიენტებს ცივი შაქარი–ქიშმიშის ნარევი დაასხით. კარგად აურიეთ.

3. ცომი ცხიმწასმულ ფორმაში (33 სმ x 23 სმ x 5 სმ) ჩაასხით. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ, სანამ პეროგი თითის მსუბუქ დაჭერაზე მკვრივი არ იქნება.

4. მზა და უკვე ცივი დესერტი პატარა კვადრატებად დაჭერით. რეცეპტი ინგრედიენტების დეფიციტის დროს გამოგადგებათ.

ტორტი კვერცხის და კარაქის გარეშე მარტივად მზადდება. კარგად ინახება და შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. გემრიელად მიირთვით!