შოკოლადის ტარტი – საუკეთესო არჩევანი დესერტად

3057

გასტრონომიას რედაქციამ  უგემრილესი და ძალიან დახვეწილი შოკოლადის ტარტის რეცეპტი მოიძია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ტარტი  გურმანების საყვარელი დესერტი გახდება.

ინგრედიენტები:

  • შოკოლადის ბისკვიტი
  • 200 გ ფქვილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 50 გ შაქარი
  • 120 გ ცივი, უმარილო კარაქი (პატარა კუბებად დაჭრილი)
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1-2 ს.კ. წყალი

გულსართი 

  • 400 მლ ნაღები
  • 350 გ  შავი შოკოლადი (70 % კაკაო) (მსხვილად გახეხილი)
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი ან ბრენდი
  • ახალი ალუბალი ან ხილი მოსართავად სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. შოკოლადის ბისკვიტი. ფქვილი, მარილი და შაქარი ჯამში მოათავსეთ. კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ბლენდერში დააქუცმაცეთ. დაამატეთ კვერცხის ცილა და ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეაზილეთ. დაასხით წყალი და მოზილეთ, სანამ ნაზ ცომს არ მიიღებთ.
  2. გადმოიტანეთ ხის დაფაზე, საკვების შესაფუთ ცელოფანში გადაახვიეთ და 30 წუთით მაცივარში მოათავსეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე. ტარტის ფორმას (23 სმ) ცხიმი მოუსვით.
  4. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გადმოიტანეთ ფქვილიან სამუშაო მაგიდაზე და გააბრტყელეთ დაახლოებით 5 სმ სისქეზე. გაბრტყელებული ცომი ტარტის ფორმაზე განიერი უნდა იყოს. თავისუფლად გადაახვიეთ გასაბრტყელებელზე და ტარტის ქვაბზე გადააფარეთ.
  5. ნაზად დააწექით. ეცადეთ, ფორმის ძირსა და გვერდებზე ცომი თანაბრად გადაანაწილოთ. გვერდებს 3 მმ-ით ააცილეთ. ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ. 30 წუთით მაცივარში მოათავსეთ.
  6. ტარტის ცომს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და მარცვლეული მოაყარეთ.
  7. აცხვეთ 10 წუთი. მოაშორეთ ქაღალდი მარცვლეულით და 5-10 წუთის განმავლობაში ისევ გამოაცხვეთ (ცომი კარგად უნდა გამოშრეს).
  8. კარგად გააცივეთ  და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე.
  9. გულსართი. ნაღები სქელძირიან ქვაბში ჩაასხით და როგორც კი პირველი ბუშტუკები გაჩნდება, მაშინვე გადმოდგით და შოკოლადი შეურიეთ. დაამატეთ ფორთოხლის ლიქიორი ან ბრენდი. კოვზით ურიეთ, სანამ შოკოლადის მასა სრულად არ გადნება. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გააგრილეთ 15 წუთით.
  10. მიღუბული მასა ბისკვიტის შუაგულში დაასხით და ასე დატოვეთ 2 საათით.
  11. მორთეთ ხილით, დაჭერით და მიირთვით.