მანიკი მულტისაცხობში გამოდის ზალიან ჰაეროვენი და არომატული. ეს არის მარტივი და ამავდროულად გემრიელი დესერტი, რომელიც მანანის ბურღულით მზადდება. მანანის ბურღულს დაუმატეთ კარამერიზილებული ვაშლი, ბანანი, ატამი, მარმელადი, კენკრა, ხაჭო, ჰალვა და მიიღეთ განსხვავებული გემოები.
ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უმარტივესი და ძალიან ხელმისაწვომი ინგრედიენტები. თუ თქვენ მანანის ბურღული მოყვარული არ ხართ, დამიჯერეთ ეს დესერტი შეგიყვარდებათ, რადგან მასში ამ პროდუქტის გემო საერთოდ არ იგრძნობა. ამ დესერტში ჩვენ მოვათავსეთ ხაჭოს ბურთულები, რომელიც საოცრად მოუხდა და დაამშვენა ის. მოამზადეთ და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები.
ინგრედიენტები
- მანანის ბურღული 1 ჭიქა
- შაქარი 275გ
- ხორბლის ფქვილი 220გ
- რძე 650მლ
- ხაჭო 200გ
- კარაქი 2 სუფრის კოვზი
- კვერცხი 3 ცალი
- კაკაო 2 ჩაის კოვზი
- გახეხილი ქოქოსი 8 სუფრის კოვზი
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ხაჭოს ბურთულები. ხაჭოს დაუმატეთ გახეხილი ქოქოსი, 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. მიღებული მასისგან მოამზადეთ საშუალო ზომის ბურთულები და 30 წუთით შეინახეთ მაცივარში.
2.გააცხელეთ 250მლ რძე დაუმატეთ ზეთი, კაკაო და მოამზადეთ 5 წუთის განმოავლობაში. უნდა მიიღოთ ნაზი შოკოლადისებური მასა.
3.შაქართან ერტად ათქვიფეთ 2 კვერცხი, თანდათან დაუმატეთ შოკოლაიდს მასა. მიღებულს დაუმატეთ მანანის ბურღული და დატოვეთ 30 წუთით.
4.შემდეგ დაუმატეთ ჭიქა ფქვილი და გამაფხვიერებელი.
5.მულტისაცხობ ქვაბში მოათავსეთ ხაჭოს ბურთულები და მოასხით ზემოდან შოკოალდის ცომი, აირჩიეთ რეჟიმი “ცხობა” და დაელოდეთ 50 წუთი.
6.მზა ნამცხვარს დაასხით თითქმის ადუღებული რძე. ამ სითხედ ეს დესერტი მომენტალურად შეიწოვს.
როგორც ხედავთ ამ დესერტიდ მულტისაცხობში მომზადება მართლაც, რომ უმარტივესია. თუ საქმის გამარტივება გინდა მაშინ მოამზადეთ ხაჭოს ბურთულების გარეშე, ერთი სიტყვით მოუხმეთ ფანტაზიას და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გემრიელად მიირთვით!