შოკოლადის ეს გემრიელი მინანქარი შეგიძლიათ ტორტების, ნამცხვრების, ხრამუნების და ნებისმიერი დესერტის მოსართავად გამოიყენოთ.
ინგრედიენტები:
- 2 ფინჯანი (400 გ) შაქარი
- 1 ფინჯანი ( 250 მლ) ცხიმიანი ნაღები; დამატებით 1-2 სუფრის კოვზი, საჭიროების მიხედვით
- 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
გამოდის: დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ) მინანქარი
მომზადება: 25 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- შაქარი და 250 მლ ნაღები ქვაბით საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- შეურიეთ შოკოლადი.
- ისევ შემოდგით საშუალო ცეცხლზე და განაგრძეთ მინანქრის მომზადება. ნუ მოურევთ, სანამ ნაზავის ტემპერატურა 115 გრადუს არ მიაღწევს. გადმოდგით ცეცხლიდან.
- დაუმატეთ კარაქი და ვანილი, ოღონდ ჯერ ნუ მოურევთ. სანამ მორევას დაიწყებთ, 5 წუთით ადრე ქვაბი მოათავსეთ ცივწყლიან ფართო ქვაბში.
- თქვიფეთ ხის კოვზით, სანამ მინანქრის ბზინვარე ზედაპირი ჩვეულებრივი არ გახდება, 5-10 წუთი. მაშინვე შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები. ნუ დაელოდებით მინანქრის გაცივებას. 3-4 წუთი აცადეთ, სანამ რბილი და ადვილად წასასმელი არ გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მინანქარი მაგარია, თანდათანობით დაუმატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ნაღები.