ბისკვიტის კლასიკური რეცეპტი კვერცხს ითვალისწინებს. მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც კვერცხის გემო არ უყვართ, მასზე ალერგია აქვთ, ან მარხულობენ? ჩვენ გიპასუხებთ: ეს არ გახლავთ მიზეზი, რომ უარი თქვათ გემრიელ დესერტზე. უფაფუკესი ბისკვიტის გამოცხობა კვერცხის გარეშეცაა შესაძლებელი.
ამაში რთული არაფერია, უბრალოდ, ორი პრინციპი უნდა დაიცვათ: კეფირისა და გამაფხვიერებელის ნაზავის ცომში შერევისას, როცა ბუშტუკები ჩნდება, უმალვე ღუმელში უნდა შედგათ, და მეორე – ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში არ უნდა გამოაღოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა ჰაეროვანი ბისკვიტი.
ინგრედიენტები
- 200 გრ ფქვილი
- 2 ს.კ. გამაფხვიერებელი
- 200 მლ კეფირი
- 100 გრ შაქარი
- 5 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. ვანილინი
- 0,5-1 ს.კ. მანანის ბურღული
მომზადება
- ჩართეთ ღუმელი, დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოაყარეთ მანანის ბურღული – ამ შემთხვევაში ბისკვიტის გადმოღება გაგიადვილდებათ.
- შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი.
- ოთახის ტემპერატურის კეფირს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მოურიეთ სანამ შაქარი არ დადნება.
- შეურიეთ ორივე მასა. ფქვილში დაუმატეთ კეფირის მასა ნელ-ნელა, მუდმივად ურიეთ, სანამ ბუშტუკები არ გაჩნდება.
- დაასხით საცხობ ფორმაზე ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. არ გამოაღოთ ღუმელი პირველი 10 წუთის განმავლობაში მაინც, სხვაგვარად, ცომი არ ამოვა.
მზა ბისკვიტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ან მოამზადოთ ტორტი – გაჭერით ჰორიზონტალურად და წაუსვით კრემი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!