შინდის შეჭამანდი ქართლსა და კახეთში ძალიან პოპულარული, სეზონური კერძია, რომელსაც უმეტესად სოფლებში ამზადებენ. ზამთარში ამ კერძს შინდის კერკისგან ხარშავენ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ მწიფე შინდი
- 3-4 ს.კ. ფქვილი
- 1 კბილი ნიორი
- 1 კონა ქინძი
- 1-2 თავი ხახვი
- მარილი
- წიწაკა
მომზადების წესი:
- შინდს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს. მოვხარშოთ, შემდეგ სახეხზე გავხეხოთ და დავუმატოთ ნახარში წვენი.
- შინდის მასაში კარგად გავხსნათ ფქვილი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ცეცხლზე. წვნიანს ხარშვისას ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!