ხანდახან ძველი დღეების გახსნებაზე მოწოლილი სევდა გვაიძულებს ტკბილეულის ყიდვას, რომელიც ბავშვობაში გვიყვარდა. გახსოვთ ირისის „კლიუჩიკის“ გემო? აი, კანფეტი „კაროვკა“ კარამელის შიგთავსით უფრო გემრიელი იყო. ამ ტკბილეულს ნებისმიერ სუპერმარკეტში ახლაც იპოვით. უბედურება ისაა, რომ კანფეტის მწარმოებლები ფულის დაზოგვის მიზნით ეშმაკობას მიმართავენ. ინგრედიენტებს უფრო იაფი ალტერნატივით ცვლიან და ბევრ უსარგებლო არომატიზატორს და კონსერვანტს უმატებენ. კანფეტი „კაროვკა“ სახლის პირობებში 4 ინგრედიენტისგან მზადდება და Gastronomia.ge–ს რედაქცია საკმაოდ მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.
კანფეტი „კაროვკა“ სახლის პირობებში
ინტერესისთვის კანფეტის შეფუთვაზე შემადგენლობა წაიკითხეთ. გაოდებით, რამდენ უსარგებლო რამეს შეიცავს. მშრალი რძე, კონსერვანტები, არომატიზატორები, საკონდიტრო ცხიმი. ამ საეჭვო ტკბილეულით ბავშვების გამოკვების სურვილი იმწამსვე გაქრება. გემოც ისეთი არ აქვს, როგორც ადრე. მახსოვს, ბებია ასეთ კანფეტებს სახლში აკეთებდა. ამისთვის 2 ჭიქა რძეს, 1 ჭიქა შესქელებულ რძეს და 1 ჭიქა უბრალო რძეს იღებდა. ნატურალურ კარამელს ნიგოზთან ერთად ხარშავდა. ნიგოზი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ.
ინგრედიენტები:
- 400 გრ შაქარი
- 150 გრ შესქელებული რძე
- 150 მლ რძე
- 75 გრ კარაქი
- 1 კვერცხი
მომზადების წესი:
1. სქელძირიან ქვაბში კარაქი, შაქარი, შესქელებული რძე და უბრალო რძე მოათავსეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნარევი არ დაიწვას. სქელძირიანი ქვაბი აირჩიეთ, კიდევ უკეთესია, თუ ჭურჭელი ანტიმიწვის ფენით დაფარულია.
2. ქვაბი სუსტ ცეცხლზე დადგით და რძის ნარევს სილიკონის ჯოხით 15-20 წუთით აურიეთ. როცა ნარევი ლამაზ კარამელის ფერს მიიღებს, მასას განუწყვეტლივ აურიეთ. ნარევის მზაობის შესამოწმებლად ყინულიან წყალში წვეთი ჩააწვეთეთ. თუ რძის წვეთი გამაგრდება და არ ჩამოიღვენთება, გამოდის, ნარევი მზადაა.
3. კარამელის ნარევი მიქსერით მანამ ათქვიფეთ, სანამ შაქარი დაკრისტალებას არ დაიწყებს. ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ და უბრალოდ კარამელი ფორმებში ჩაასხათ.
4. კარამელის ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და მასა გადაიტანეთ. ჯოხით ფორმა ფრთხილად გაასწორეთ. ამ მიზნით სჯობს სილიკონის ფორმები, ყინულის ფორმები გამოიყენოთ. ასე კარამელი კარგად გამაგრდება.
5. “კაროვკა“ მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერეთ. კანფეტი მზადაა. კარამელი ფორმიდან ამოიღეთ და ჩაი სასწრაფოდ მოადუღეთ. გემრიელად მიირთვით!
შინაურული „კაროვკა“ შეგიძლიათ კაკაოთი მოამზადოთ ან დაქუცმაცებული კაკალი დაუმატოთ. ტკბილეული კარგია იმით, რომ მარტივად მზადდება და მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტებს მოითხოვს. შინაურული კანფეტი კარგი მეთოდია, რომ ბავშვებს ტკბილეულის ყიდვა გადააჩვიოთ, რომელშიც ღმერთმა იცის რას უმატებენ. თქვენ ოდესმე გიცდიათ ასეთი რეცეპტით შინაურული კანფეტის „კაროვკას“ მომზადება?