Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ბაქლავის გამოცდილ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ. თქვენს ოჯახს შინაურული ბაქლავა არომატულ ჩაიზე მისაყოლებლად აუცილებლად მოეწონება. უბრალოდ პირში დნება!
ინგრედიენტები:
- 350 გრ კარაქი
- 300 გრ არაჟანი
- 4 კვერცხი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ/კ სოდა
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ნიგოზი
- 2 ს/კ თაფლი
მომზადების წესი:
- ცომი მოამზადეთ. ფქვილი 300 გრ კარაქთან ერთად ნაფშვენის მიღებამდე დასრისეთ. 3 კვერცხის გული, არაჟანი და სოდა დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ.
- ერთ საათში მაცივრიდან ცომი გამოიღეთ და 4 თანაბარ ბურთად გაყავით.
- შიგთავსი მოამზადეთ: კაკალი დააბლენდერეთ ან საგორავით დააქუცმაცეთ. ფქვილის მიღება საჭირო არაა, ნამცეცები უნდა დარჩეს.
- 4 კვერცხის ცილა, შაქარი და კაკალი აურიეთ.
- ცომის თითოეული ბურთი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ.
- ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე ცომის ფირფიტა გადაიტანეთ, მასზე შიგთავსის ნაწილი თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან მეორე ფენა ცომი და შიგთავსი დაადეთ. ასე გააგრძელეთ მორიგეობით: ცომი–შიგთავსი. ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს.
- მიღებული ნამცხვარი რომბებად დაჭერით, კვერცხის გული წაუსვით და თითოეული რომბი კაკლით გააფორმეთ.
- 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
- მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე გამოიღეთ, გამდნარი თაფლის და 50 გრ კარაქის ნარევი მოასხით. ღუმელში დააბრუნეთ და მომზადებამდე აცხვეთ.
- აღსანიშნავია, რომ საცხობი ფორმიდან მხოლოდ სრულად გაგრილებული ბაქლავა შეგიძლიათ გადმოიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიშლება. გემრიელად მიირთვით!