შეუდარებელი ბანანის პუდინგი მსუბუქი დესერტების მოყვარულებისთვის: ნაზი გემო და ტექსტურა, რომელიც პირში დნება

3052

ამ დესერტის მოსამზადებელი ფერადი ფხვნილი უკვე ყოველ ნაბიჯზე იყიდება. ასეთი პროდუქტი ხშირად ხსნად გვევლინება, როცა ტკბილეულობისთვის სწრაფად უნდა მოვამზადოთ კრემი. მაგრამ თუ გსურთ ბანანის პუდინგის გემოს სრულად შეგრძნობა, ნახევარფაბრიკატებისკენ არც კი უნდა გაიხედოთ.

და არც არის საჭირო, რადგან მისი მომზადება ძალიან ადვილია. ჩვენი მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ კლასიკური ამერიკული დესერტის მომზადებაში. სადილის შესანიშნავი დასრულება გამოვა, ან უცაბედად თავს დამტყდარ სტუმრებთან თავს არ შეირცხვენთ.

დაზუსტება ინგრედიენტებზე: რძე ნებისმიერი სიცხიმის გამოგადგებათ. ნამცხვარი ბისკვიტის ან ნებისმიერი რბილი ტექსტურის შეარჩიეთ. ბანანი მაქსიმალურად მწიფე უნდა იყოს. მზა დესერტი შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღებით ან კარამელით მორთოთ.

ინგრედიენტები

  • 70 გრ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
  • 4 ბანანი
  • 14 ც ნამცხვარი
  • 1 მწიკვი ვანილი

მომზადება

1. დადგით რძე ცეცხლზე. გააცხელეთ დაახლოებით 70 გრადუსამდე (ნუ აადუღებთ). ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ ცხელი რძის მეოთხედი, განაგრძეთ ათქვეფა.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაამატეთ კვერცხისა და რძის მასა, ათქვიფეთ. შეურიეთ დარჩენილ რძეში და მოამზადეთ ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ არ გასქელდება. მოხსენით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური.

3. გამჭვირვალე თასის ზედაპირზე და კედლებზე მოათავსეთ ნამცხვრები და დაჭრილი ბანანი (საერთო რაოდენობის ნახევარი). ჩაასხით ფორმაში ნახევარი კრემი, ზემოდან დარჩენილი ნამცხვარი და ბანანი მოათავსეთ, შემდეგ წაუსვით დარჩენილი კრემი.

ბანანის პუდინგი შთამბეჭდავად გამოიყურება დიდ ჭურჭელშიც და ცალ-ცალკე ფორმებშიც. სტუმრები სათანადოდ შეაფასებენ და რეცეპტსაც მოითხოვენ. გაუზიარეთ მათ ეს ბედნიერება!