შეიძლება თუ არა ხაჭაპურში ყველი ჩავანაცვლოთ ხაჭოთი

976

სახლში ყოფნისას ხშირად გვებადება ახალი იდეები. არ უნდა შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, თქვენი სურვილები აუცილებლად უნდა განახორციელოთ.

ოჯახის წევრების გახარება გემრიელი კერძით სულაც არარის რთული. დღეს ჩვენი რედაქცია საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 350-400გ ფქვილი
  • 150მლ თბილი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 11გ მშრალი საფუარი
  • 100მლ თბილი რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი
  • 30გ გამღვალი კარაქი

შიგთავსისთვის

  • 600გ სულუგუნის ყველი
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და საფუარი. მოურიეთ და დატოვეთ 15 წუთი.

2.მოასხით რძე. მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და თბილი კარაქი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ წებოვანი ცომი, მოატავსეთ თბილ ადგილას 1 საათი.

3.გახეხეთ ყველი.

5.ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად. თითებით მიეცით მრგვალი ფორმა და ოდნავ დაათხელეთ. ზემოდან მოათავსეთ ყველი. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები, მოაყარეთ ფქვილი და სასურველ სისქემდე გააბრტყელეთ.

6.ხაჭაპური მოათავსეთ პერგამენტიან ფორმაზე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ერთ კოვზ რძეს დაუმატეთ კვერცხის გული და ეს მასა წაუსვით ცომს. ზემოდან მოაყარეთ ყველი.

7.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 10 წუთის შემდეგ მოუმატეთ 220 გრადუსამდე და გამოაცხვეთ დამატებით 5 წუთი.

თუ ყველი არ გაქვთ ხელისახლოს, მაშინ გამოიყენეთ ცხიმიანი ხაჭო. გემრიელად მიირთვით!