შაქარლამა აღმოსავლური დესერტია, რომელიც საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, ის პოპულარული თბილისური ტკბილეული ყოფილა. აჭარში განსაკუთრებული წესით, სადღესასწაულოდ ამზადებენ.
ინგრედიენტები:
- ბრინჯი (წმინდად დაფქული) – 250 გ
- შაქრის პუდრი – 200 გ
- კარაქი – 200 გ
- მწიკვი მარილი
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაფქული ბრინჯი, შაქრის პუდრი, მარილი და ვანილი კარგად აურიეთ.
- კარაქი გათეთრებამდე ათქვიფეთ და ბრინჯისა და შაქრის ნაზავს შეურიეთ. დიდხანს ზილეთ ხელით, დაახლოებით 30-40 წუთს.
- მოზელის დასრულების შემდეგ ცომი დაანაწევრეთ პატარა ულუფებად, მიეცით სასურველი ფორმა, ლანგარზე დააწყვეთ და გრილ ადგილას გამოაშრეთ.
ულუფა: 24-26 ცალი
მომზადების დრო: 50 წუთი
დონე: 1
გემრიელად მიირთვით!