შარლოტა ხაჭოს შიგთავსით და ვანილით. საოცარი გემო აქვს

337

ვაშლის სეზონზე შარლოტა ერთხელ მაინც უნდა გამოაცხოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შარლოტას დიდებულ რეცეპტს ხაჭოს შიგთავსით. ნაზი შიგთავსი გემოს საოცრად ცვლის. დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 8-10 ს/კ შაქარი
  • 10 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 12 ს/კ ფქვილი
  • 12 ს/კ რძე
  • 10 გ ვანილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ვაშლი
  • ფორთოხლის ცედრა

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 250 გ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 10 გ ვანილი

მომზადების წესი:

1. ფქვილის ხარისხი და კვერცხის ზომა ყველგან განსხვავებულია. ცოტა მეტი ან ნაკლები შეიძლება დაგჭირდეს. ცომს დააკვირდით და ისე დაუმატეთ. კვერცხი და მარილი კარგად ააქაფეთ. ნაწილ–ნაწილ შაქარი დაუმატეთ და ათქვიფეთ, სანამ თეთრ მასას მიიღებთ.

2. კარაქი, რძე, ცედრა და ვანილი დაუმატეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ნარევს აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გამოიყენეთ.

3. ვაშლის პატარა კუბები ცომს დაუმატეთ. ფორმას პერგამენტი ჩააფინეთ და ცომი ჩაასხით. გაასწორეთ, რომ ზემოდან არ ჩანდეს.

4. ხაჭოს მასა მოამზადეთ. ხაჭო დააბლენდერეთ ან საცერში გახეხეთ. კვერცხი, შაქარი, სახამებელი და არაჟანი დაუმატეთ. არაჟანი ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს. თუ ვანილის არომატი მოგწონთ, ცომსაც და შიგთავსსაც დაუმატეთ. ათქვიფეთ.

5. ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში ჩაასხით. ცომს ზემოდან ხაჭოს ბადე გაუკეთეთ. ასევე შეგიძლიათ ხაჭოს მასა უბრალოდ ცომს წაუსვათ და გაათანაბროთ. 180 გრადუსზე ზუსტად 45 წუთით აცხვეთ.

მზა ნამცხვარს გასაფორმებლად შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ მოაყაროთ. ფინჯანი არომატული ყავა მოადუღეთ და სუფრაზე გაიტანეთ.