სულგუნი შესანიშნავად ეხამება ცომს. ხინკალი სულგუნით – ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული კერძია, რომლის რეცეპტსაც დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
შიგთავსისთვის:
- 3 ს.კ. კარაქი
- მარილი გემოვნებით
- 2 კვერცხის გული
- 700 გრ სულგუნი
ცომისთვის:
- 2,5 ჭ ფქვილი
- 1 ჭ წყალი
- 1 მწ მარილი
მომზადება
- ფქვილი, წყალი და მარილი შეურიეთ და მოზილეთ ცომი. დადგით 15 წუთით.
- გახეხეთ ყველი, დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ცომს კვერცხის გულთან და მარილთან. კარგად მოურიეთ.
- დაყავით ცომი 4 ნაწილად. ყოველისგან დაახვიეთ ჟგუტები, დაჭერით 3 სმ დიამეტრის ნაჭრებად.
- გააბრტყელეთ ყოველი ნაჭერი, მოათავსეთ ყოველში თითო ს.კ. შიგთავსი.
- შეახვიეთ ხინკლები, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში წამოდუღების შემდეგ. მიირთვით კარაქთან.
მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!