ყველიანი ტარხუნის ღვეზელი – დღის რეცეპტი!

3176

დღევანდელი ღვეზელი მართლაც რომ საუცხოოა…ტარხუნის განსხვავებული და მკვეთრი გემო ძალიან უხდება ყველს. ეს ორი ინგრედიენტი ერთად კი არაჩვეულებრია გულსართად.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი

  • 600 გ ტარხუნა
  • 200 გ ქინძი
  • 100 გ მწვანე ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 800 გ ყველი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. საფუვრის მომზადება: ჯამში ჩაასხით რძე და დაუმატეთ წყალი. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  2. ცომის მომზადება: გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  3. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  4. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  5. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  7. გულსართი. ტარხუნის ღეროებს მოაცილეთ ფოთლები და მსხვილად დაჭერით.
  8. დაუმატეთ გახეხილი ყველი.
  9. როდესაც ცომი აფუვდება, 300 გრამიან გუნდებად დაყავით.
  10. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
  11. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ გულსართი და პირი მოუკარით.
  12. ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
  13. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთუ აცხვეთ.