ყველიანი პეროგი, რომელიც შემოდგომის ცივ საღამოს გაგათბობთ

333

ფენოვანი პეროგი ყველით ყველაზე პრეტენზიული სტუმრის გულსაც დაიპყრობს. კერძი სადღესასწაულო სუფრაზე გაიტანეთ, რომ აბსოლუტურად ყველას გული მოიგოთ. უჩვეულო წასახემსებელი სამი სახეობის ყველით ნოყიერი და არომატული გამოდის. რეცეპტი ოდნავ რთულია, მაგრამ შედეგი დახარჯულ დროდ ღირს.

ფენოვანი პეროგი ყველით

ეს კერძი ცოტათი აჩმას, ქართულ ღვეზელს, ჰგავს, რომელიც სხვადასხვა სახეობის ყველით და ფენებად დაწყობილი ცომით მზადდება. ამ ყველიანი პეროგის მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ცომი ოდნავ უნდა მოხარშოთ. შემდეგ ფორმაში ჩადოთ და გამოაცხოთ.

შიგთავსი არა მხოლოდ ყველი შეიძლება იყოს. დაუმატეთ ის ინგრედიენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მაგალითად, ყველს სხვადასხვა მწვანილი იდეალურად უხდება. სოკო, სხვა ბოსტნეული, ხორცის ფარში და ხახვიც გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ფქვილი
  • 200 მლ რძე
  • 300 გ ყველი (100-100 გ სხვადასხვა)
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • 4 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 250 მლ რძე
  • მარილი გემოვნებით
  • მშრალი კამა სურვილისამებრ

მომზადების წესი:

1. ცომით და არომატული ნივრიანი რძით დაიწყეთ. გასუფთავებული ნიორი კბილებად დაყავით და ცხელი რძე დაუმატეთ. აურიეთ და 7 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, რომ ნივრის ნარჩენები ცომში არ მოხვდეს.

2. კვერცხი, მარილი, მცენარეული ზეთი და ნივრიანი რძე ღრმა თასში ჩაასხით. ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ, შემდეგ ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი უნდა მიიღოთ, რომელიც ხელზე არ გეკვრებათ. პარკში შეფუთეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

3. დიდ ქვაბში მარილიანი წყალი ჩაასხით. წყალი ცომის გაბრტყელების მომენტისთვის უნდა ადუღდეს. ღრმა თასი ყინულიანი წყლით მოამზადეთ, სადაც მოხარშულს ცომს პირველი წამებში ჩადებთ. ცომი 5 თანაბარ ნაწილად გაყავით და აქედან 2 ნაწილი გვერდზე გადადეთ.

4. სამი ნაწილი მაქსიმალურად გააბრტყელეთ და 10 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. მაშინვე ცხელ წყალში 2 წუთით ჩადეთ, შემდეგ აურიეთ და ყინულიან წყალში გადაიტანეთ. წყლის ნარჩენებს საწურით მოაშორებთ.

5. სხვადასხვა ყველი წვრილად გახეხეთ. სულგუნი, მოცარელა, ჩედერი და ადიღეური შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ თეფშზე აურიეთ და კამა, ასევე სანელებლები დაუმატეთ. სურვილისამებრ ხმელი ნიორი ან ნებისმიერი მწვანილი დაუმატეთ. პეროგის ფენებზე წასასმელად კარაქი მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.

6. საცხობი ფორმის ძირსა და გვერდებს ზეთი წაუსვით და 2 დარჩენილი ცომის ნაწილი გააბრტყელეთ. ერთი ფორმის ძირში ჩააფინეთ, მეორე ზემოდან დააფარეთ. გახსოვდეთ, რომ პირველი და ბოლო ფენა მაქსიმალურად ბევრ ყველს უნდა შეიცავდეს. ცომის ფენას გახეხილი ყველი, შემდეგ მორიგეობით ცომის მოხარშული ნაჭრები მოაყარეთ. დაიცავით თანმიმდევრობა: ცომი, ყველი, ცოტა კარაქი.

7. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. პეროგს ზემოდან მაიონეზი წაუსვით, რომ უჩვეულო ოქროსფერი გამოვიდეს. დეკორისთვის მზა ნაწარმი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით.

ცხელი პეროგის გაჭრა არ იჩქაროთ. გაგრილებას დაელოდეთ. თბილ კერძს რაიმე ცივი სოუსი მოუმზადეთ. მაგალითად, არაჟანი ნივრით და მწვანილით ან მაიონეზი. ამ გემრიელი ცომეულით ახლობლები აუცილებლად გაანებივრეთ. დამატებას მოგთხოვენ.