ყველასათვის საყვარელი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი

2956

ძნელად მოიძებნება საქათველოში ისეთი ადამიანი ვისაც იმერული ხაჭაპური არ უყვარს. გასტრონომია იმერული ხაჭაპურის საუკეთესო რეცეპტს გასწავლით.

ინგრედიენტები: 

ცომისთვის:

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • ზეთი – 20 მლ
  • რძე ან წყალი – 100 მლ
  • კარაქი – 20 გ

გულსართისთვის: 

  • ნაკლებმარილიანი ცხიმიანი იმერული ყველი – 300 გ

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეში (ან წყალში) გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თასში ჩაყრილ ფქვილს დაამატეთ მარილი და კვერცხის გული. მზა ცომი გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით, გადაიტანეთ ღრმა თასში და გადააფარეთ ტილო. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და აცადეთ კარგად აფუება.
  2. გულსართისთვის ყველი კარგად დასრისეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. ცომი კარგად რომ აფუვდება, აიღეთ 300 – გრამიანი გუნდა და ოდნავ გააბრტყელეთ. ზემოდან დაადეთ გულსართი და მოუკარით თავი. გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, შუაში დაუტოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი. გამოაცხვეთ ღუმელში 220-250 გრადუსზე.
  4. კარგად რომ დაიბრაწება, გადმოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან გადაუსვით კარაქი ან ერბო გემოვნებით.
  5. გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენ როგორ ამზადებთ იმერულ ხაჭაპურს.