ყველაზე სწრაფი კაკალი–თაფლის ორცხობილა. სანამ ჩაიდანი ადუღდება, მზად იქნება

2033

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ძალიან გემრიელი კაკალი–თაფლის ორცხობილა გამოაცხოთ. ძალიან მარტივად მზადდება. მისი გემო ნებისმიერ ტკბილეულის მოყვარულს დაიპყრობს.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • 80 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 140 გრ თაფლი
  • 430 გრ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მოსაყრელად:

  • 90 გრ ნიგოზი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში გამდნარი კარაქი ჩაასხით, შაქარი დაუმატეთ და მიქსერით გათეთრებამდე ათქვიფეთ.

2. კვერცხი, თაფლი დაუმატეთ და მიქსერით 2 წუთით ათქვიფეთ.

3. ახლა გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.

4. რბილი ცომი მოზილეთ.

5. საკვები პარკი დააფარეთ და 15 წუთით მაცივარში შეინახეთ.

6. ნიგოზი ერთგვაროვანი ნაფშვენის მიღებამდე დააბლენდერეთ.

7. ცომი პატარა ზოლებად დაჭერით და თითოეული ზოლი პატარა კვადრატებად დაჭერით.

8. თითოეული კვადრატი დაამრგვალეთ.

9. პატარა თასში კვერცხის ცილა ათქვიფეთ.

10. მეორე თასში დაქუცმაცებული კაკალი ჩაყარეთ.

11. თითოეულ ბურთს მსუბუქად დააჭირეთ, რომ კვერის ფორმა მისცეთ და ჯერ კვერცხის ცილა წაუსვით, შემდეგ ნიგოზში ამოავლეთ.

12. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფომრაზე მიღებული ორცხობილები მცირე დაშორებით დააწყვეთ.

13. 180 გრადუსამდე კარგად გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!