ტაფლის ტორტი ოჯახური რეცეპტით. ამ რეცეპტმა ატასწლეულს გაუძლო.
გამომცხვარი დესერტი გამოდის რბილი და ფაფუკი. აუცილებლად მოამზადეთ!
ინგრედიენტები
კორჟისთვის
- ხორბლის ფქვილი 350გ
- შაქარი 200გ
- კარაქი 180გ
- თაფლი 3 სუფრის კოვზი
- კვერცხი 3 ცალი
- სოდა 1,5 ჩაის კოვზი
კრემისთვის
- ნაღები 30% 200გ
- არაჟანი 30% 250გ
- შედედებული რძე 300გ
გასაფორმებლად
- დაქუცმაცებული ნიგოზი
- კორჟის ნაფხვენები
მომზადება
- ქვაბში მოათავსეთ კარაქი და თაფლი, მოაყარეთ შაქარი.
- დადგით ცეცხლზე (საშუალო ცეცხლზე) და განუწყვეტლივ ურიეთ. ქვაბში არსებული ყველა კომპონენტი უნდა გალღვეს.
- წამოადუღეთ და დაუმატეთ სოდა.
- მოურიეთ 30-40 წამი, გადმოირანეთ ცეცხლიდან, ისევ მოურიეთ და გაგრილებას დაელოდეთ 15 წუთი.
- მასას დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი (ნელ-ნელა).
- მოზილეთ თხელი ცომი.
- პერგამენტის ქაღალდს წაუსვით თხელი ცომი მართკუთხედი, დაახლოებით A 4 ზომაზე.
- ცომისგან უნდა შეგმნათ 5-6 მართკუთხედი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
- მოაშორეთ ქაღალდი და ცხელ მდგომარეობაში გაათანაბრეთ კუთხეები.
- მე გამომივიდა 5 ფირფიტა და მოსაფხვნელი მასა.
- მოვამზადოთ კრემი. ჯამში მოათავსეთ არაჟანი, ნაღები, შედედებული რძე და მიქსერით ათქვიფეთ 4-5 წუთი.
- კორჟებს წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი.
- ტორტს კრემი გარედანაც წაუსვით და მოაყარეთ დაფხვნილი კორჟი.
- მოათავსეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!