ყველაზე გემრიელი ტარხუნის ღვეზელი, ბებოს რეცეპტით!

3384

ტარხუნის ღვეზელი საქართველოში ბევრს უყვარს. მისი განსხვავებული გემო მართლაც არ დაგავიწყდებათ არასდროს. დღეს გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ბებომ დიდი ხნის წინ მასწავლა და დღემდე ამ რეცეპტით ვხელმძღვანელობ.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 500-600 გრამი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 50 გ გამდნარი კარაქი
  • 1 ს/კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

გულსართი 

  • 5 ღერო მწვანე ხახვი
  • 1 პატარა კონა ქინძი
  • 3 კონა ტარხუნა
  • 4 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 200 გ ყველი
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. საფუარი, 0,5 ჭიქა ფქვილი, მარილი და შაქარი ავურიოთ, დავასხათ თბილი რძე და მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა. დავდგათ, რომ აფუვდეს. დაახლოებით 15 წუთში ცომის ხაში მზად იქნება. შევათქვიფოთ დამდნარი კარაქი და კვერცხი. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.
  2. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.
  3. დარბილებული კარაქი სამად გავყოთ. გაფუებული ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ კარაქის ერთი ნაწილი და გადავახვიოთ რულეტივით. ეს პროცედურა სამჯერ გავიმეოროთ, ბოლოს კი გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით მაცივარში შევდგათ.
  4. დაჭრილი ტარხუნას ავურიოთ გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და მოხარშული კვერცხი.
  5. ცომი ორად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და გადავაფინოთ მეორე ფენა, ბოლოს წავუსვათ კვერცხის გული, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-200 გრადუსზე გამოვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!