გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, როცა ძალიან გშიათ, მაგრამ საათობით ღუმელთან დგომა გეზარებათ, ამ რეცეპტის დახმარებით მარტივად და სწრაფად შეძლებთ იტალიური კერძის მომზადებას.
პასტა ნივრით და კარაქის სოუსით – მართლაც საოცრებაა!
ინგრედიენტები
- 4 კბილი ნიორი
- 1 ხახვი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 500მლ ქათმის ბულიონი
- 250მლ რძე
- 2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი
- 225გ პასტა პეტუჩინი ან სპაგეტი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 60გ გახეხილი პარმეზანი
- ოხრახუში
მომზადება
- ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ტაფა, რომლის სიღრმეზე იქნება დამოკიდებული კერძის რაოდენობა.
- დააქუცმაცეთ ნიორი, დაჭერით ხახვი და მოთუშეთ.
- ტაფაზე დაასხით ქათმის ბულიონი, რძე და კარაქი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
- დაუმატეთ პასტა.
- საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ კერძი.
- დაუმატეთ ყველი და მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!