ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 10-15 წუთი, ძირითად სამუშაოს ღუმელი შეასრულებს.
ამ რეცეპტით მომზადებული ნამცხვარი ძალიან გემრიელია. დღეს ჩვენ უმარტივეს მეთოდს გასწავლით მის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები
- ლავაში 300-350გ
- ყველი 200გ
- რძე 180მლ
- კვერცხი 5 ცალი
- მწვანე ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- კარაქი 20გ
ინგრედიენტები
- ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, მარილი და წიწაკა.
- მწვანე ხახვი დაწერით წვრილად. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი მწვანილი.
- მსხვილად გახეხეთ ყველი (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო).
- კვერცხის მასას დაუმატეთ ყველი, მწვანილი და კარგად მოურიეთ.
- ლავაში დაჭერით წვრილად. სეგიძლიათ დააქუცმაცოთ ხელით (სწორედ აქედან მოდის ამ კერძის დასახელება).
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.
- მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში.
- გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 30-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!