ყაყაჩოს თესლის რულეტი: რეცეპტი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

1403

ეს დესერტი ბევრისთვის ბავშვბიდანაა ცნობილი. ყაყაჩოს თესლის რულეტი სწრაფად მზადდება და მუდამ გემრიელი გამოდის. ამიტომ შეგიძლიათ ხშირად გაანებივროთ ოჯახის წევრები ან მოულოდნელად თავს დამდგარი სტუმრები.

რულეტი ჩვენი რეცეპტით საფუვრის ცომისგანაც მზადდება და ფენოვანისგანაც. მაქსიმალური სისწრაფისთვის, გირჩევთ სწორედ ფენოვანი მზა ცომი გამოიყენოთ. რულეტი ნებისმიერ შემთხვევაში უგემრიელესი გამოვა და დიდ დროსაც არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 400 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 800 გრ შაქარი
  • 200 გრ ქიშმიში
  • ნიგოზი გემოვნებით
  • 1 კვერცხი

მომზადება

1. ჩაალბეთ ყაყაჩოს თესლი წყალში, შემდეგ კვლავ გაავლეთ, დაასხით სუფთა წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ მარლაში. შეურიეთ შაქარი, ნიგოზი და ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. მასას დაუმატეთ ქიშმიში და კვერცხი, კარგად მოურიეთ.

2. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი.

3. მოათავსეთ შიგთავსი, კუთხეებში დატოვეთ ცოტაოდენი ცარიელი ადგილი.

4. შეახვიეთ რულეტი მჭირდოდ.

5. დაჭერით 4-5 სმ სისქის ნაჭრებად.

6. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.

7. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!