Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დიდებულ ყავა–კაკლის ტორტს გაჯერებული ყავის არომატით და გემოთი, უნაზესი ტექსტურით და ჰაეროვანი კრემით, რომელიც პირში დნება.
ცომის ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 125 გრ შაქრის ფხვნილი
- 200 გრ დაფქული თხილი
- 2 ს/კ დაფქული ორცხობილა
- 1 ს/კ დაფქული ყავა
- ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 500 მლ 35%–იანი ნაღები
- 100 გრ შოკოლადი „ყავა რძით“
- 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 2 ს/კ ყავის ლიქიორი
- 2 ს/კ ძლიერი ყავა (სასმელი)
გასაჟღენთი ინგრედიენტები:
- 50 მლ მდუღარე წყალი
- 50 გრ ლიქიორი ბეილისი
გასაფორმებელი:
- 100 გრ გახეხილი შოკოლადი „ყავა რძით“
- ყავის მარცვლები
მომზადების წესი:
- ღუმელი 170 გრადუსამდე გააცხელეთ.
- 16-18 სმ დიამეტრის ფორმას ცხიმი წაუსვით, ფორმის ძირში საცხობი ქაღალდი ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
- თხილი კომბაინში დააქუცმაცეთ, ორცხობილას, ყავას და გამაფხვიერებელს აურიეთ. ნარევი საცერში გაცერით.
- კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ.
- ცომი ფორმაში გადაიტანეთ, მაგიდაზე ოდნავ დააკაკუნეთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს და ცხობის შემდეგ ცენტრში „მთები“ არ იყოს.
- 50 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
- ბისკვიტი გისოსზე გადაიტანეთ და გააგრილეთ. 3 ფენად გაყავით.
- კრემის მოსამზადებლად ქვაბში შოკოლადი მოათავსეთ, ყავა და ლიქიორი დაუმატეთ.
- წყლის ორთქლზე დადგით, აურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება და ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება.
- ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
- ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად დარბილებამდე ათქვიფეთ და მაღალ სიჩქარეზე შოკოლადის მასა სწრაფად დაუმატეთ.
- დიდხანს არ თქვიფოთ! კრემი შეიძლება ძალიან გასქელდეს!
- საკონდიტრო ტომარაში ცოტა კრემი მოათავსეთ.
- ერთი ბისკვიტი თეფშზე დადეთ, კარგად გაჟღინთეთ, 1/3 კრემი წაუსვით, ზემოდან მეორე ფენა დაადეთ, კვლავ გაჟღინთეთ და კრემი წაუსვით, შემდეგ ბოლო ფენა დაადეთ.
- დარჩენილი კრემი ტორტს მთლიანად, ზემოდან და გვერდებზე წაუსვით.
- შოკოლადი გახეხეთ და გვერდები გააფორმეთ.
- ზემოდან საკონდიტრო ტომრიდან კრემის რამდენიმე ხვეულები დაადეთ და ყავის მარცვლები მოაყარეთ.
- გემრიელად მიირთვით!