ამ შოკოლადიანი და ამავდროულად ძალიან გემრიელი მაფინებით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ სტუმრებს სათანადოდ გაუმასპინძლდეთ.
ინგრედიენტები:
- 120 გ უმარილო კარაქი
- 200 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 100 გ ყაბაყი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 150 გ თეთრი ფქვილი
- 30 გ კაკაო
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 100 გ შავი შოკოლადი
- 12 თხილის გული
მომზადების წესი:
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. სტანდარტულ თუნუქის ფურცელს, რომელზეც მაფინის 12 ფორმა ეტევა, ცხიმი ოდნავ წაუსვით.
- ჯამში კარაქი, შაქარი და კვერცხი კარგად შეურიეთ. დაუმატეთ ვანილი, წვრილად გახეხილი შოკოლადი შეაზილეთ.
- ცომი მაფინის ფორმებში კოვზით გადაიტანეთ და მხოლოდ ორ-მესამედზე შეავსეთ. თითოეულ მაფინს თხილის თითო გული დაადეთ.
- აცხვეთ 20-25 წთ. ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ნამცხვარი მზად არის.
- ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ცხაურზე გადაიტანეთ.