ჟოლო და შოკოლადი კლასიკურ კომბინაციას წარმოადგენს და ამ ნამცხვარს განსაკუთრებით უხდება. კენკრა ამსუბუქებს და აცოცხლებს ნოყიერ შოკოლადიან გულსართს.
ინგრედიენტები:
ფირფიტა
- 3 ჭიქა წვრილად დაფხვნილი ვანილის ნამცხვარი (ბისკვიტი)
- 1 ჭიქა წმინდად დაფქული ნუში
- 1 ჭიქა გამდნარი კარაქი
გულსართი შოკოლადის კრემით
- 6 მოზრდილი კვერცხი
- 3/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1/3 ჭიქა ფქვილი
- 600 მლ რძე
- 200 გ გახეხილი შავი შოკოლადი
ზედაპირი
- 2 ჭიქა ცოცხალი ჟოლო
- 60 გრ გარგარის ჯემი (შეგიძლიათ სხვა ხილის ჯემიც გამოიყენოთ)
მომზადების წესი:
- დაფხვნილი ბისკვიტი, ნუში და კარაქი შეურიეთ მოზრდილ ჯამში. მასა მოათავსეთ 28 სმ დიამეტრის ფორმაში, მოსახსნელი ძირით.
- დაახლოებით 1 საათით მაცივარში გააჩერეთ, რომ მასა გამკვრივდეს.
- საშუალო ზომის ჯამში კვერცხის გულები და 1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე, მასა უნდა გათეთრდეს და ნაღებისებრი გახდეს. დაუმატეთ ფქვილი და ისევ მიქსერით შეურიეთ დაბალ სიჩქარეზე.
- რძე და დარჩენილი 50 გ შაქრის ფხვნილი პატარა ქვაბით დაბალ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ცხელი რძე თანდათან დაუმატეთ კვერცხიან მასას და განუწყვეტლივ ურიეთ. მასა ქვაბში ჩააბრუნეთ და 2 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.
- შოკოლადი ჩადეთ საშუალო ზომის ჯამში, დაასხით ცხელი რძე და გადნობამდე ურიეთ. სახურავი დააფარეთ და აცადეთ გაგრილება.
- გულსართი კოვზით ჩადეთ გაგრილებულ ფირფიტაში და 2 საათით მაცივარში შედგით.
- ზედაპირი. ზედაპირი მორთეთ ცოცხალი ჟოლოთი.
- პატარა ჯამში გაათბეთ გარგარის ჯემი (სურვილის მიხედვით) და ჟოლოს ფენას ზემოდან ფუნჯით გადაუსვით.