ღვეზელი შავი მოცხარით

1709

ჩემი ქმრის ნათესავები სამხრეთ გერმანიაში ცხოვრობენ და სწორედ მათ მასწავლეს ნამდვილი შვაბიური ღვეზელის მომზადება. ღვეზელი ძალიან გემრიელი, რბილი, არომატული გამოდის და მისი გამოცხობა სულაც არ არის რთული.

ორიგინალ რეცეპტში წითელი მოცხარი გამოიყენება, მაგრამ მე შავს ვანიჭებ უპირატესობას. ასე ღვეზელს უფრო პიკანტური და მძაფრი გემო აქვს.

შავი მოცხარი ძალიან სასარგებლოა, იგი სავსეა ვიტამინებით. ჩემს ოჯახს შავი მოცხარის ღვეზელი ძალიან უყვარს.

შავი მოცხარის ღვეზელი

ეს რეცეპტი მათთვისაა,  ვინც სახლში გამომცხვარ ნამცხვრებსა და ღვეზელებს ანიჭებს უპირატესობას.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300 გრ ფქვილი
  • 125 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 500 გრ შავი მოცხარი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი 

1. გაცერით 250 გრ ფქვილი გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად. დაჭერით კარაქი საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. წვრილად დაჭრილი კარაქი დაუმატეთ ფქვილს. დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ფქვილიან და კარაქიან ღრმა თასში მოათავსეთ კვერცხის გული და დაუმატეთ 100 გრ შაქარი და მოზილეთ ცომი.

3. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. მზა ცომი გააჩერეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.

4. გარეცხეთ და კარგად გააშრეთ მოცხარი. თუ თქვენ გაყინული მოცხარის გამოყენებას აპირებთ, უმჯობესია გააჩეროთ ონკანის წყალში ცოტა ხნით, შემდეგ კი დაასხათ ადუღებული წყალი და გააჩეროთ 10 წუთი. შემდეგ კი გადაიტანეთ კენკრა ქაღალდის ხელსახოცზე, რათა კარგად გამოშრეს.

5. გააცივეთ კვერცხის ცილა და ამოიყვანეთ მიქსერის მეშვეობით (სიჩქარეს თანდათან მოუმატეთ). ფრთხილად დაუმატეთ დარჩენილი შაქარი (100 გრ), ფქვილი (50 გრ) და სახამებელი. შედეგად, თქვენ უნდა მიიღოთ მაგარი, მკვრივი მასა.

6. როდესაც კვერცხის ცილა კარგად ამოვა, ჩაყარეთ მოცხარი ცალკე თასში, დაასხით ზემოდან კვერცხის ცილა და კარგად მოურიეთ.

7. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, თანაბრად გადაანაწილეთ ცომი საცხობი ფორმის ფსკერზე და გვერდებზე. მოცხარის შიგთავსი კი მოათავსეთ ცომის შუაგულში და გაუთანაბრეთ ცომს.

8. განათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.

9. სულ ესაა, შვაბიური ღვეზელი შავი მოცხარით მზადაა. სანამ ღვეზელს დაჭრიდეთ, უმჯობესია შეინახოთ იგი მაცივარში რამდენიმე საათით, რადგან მისი შიგთავსი ძალიან წვნიანია და დაჭრის დროს ბევრი წვენი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!