ღვეზელი კომბოსტოთი და კვერცხით მაშინ როცა ჩქარობთ

2051

ამ ღვეზელებისთვის ცომი საფუარის გარეშე მზადდება.

ცომეულში თქვენ სეხვდებთ საოცარ შიგთავსს.

ცომი უნივერსალურია, ნებისმიერი შიგთავსი უხდება.

შიგთავსი ძალიან კარგად ცხვება, ცომი თხელია.

ინგრედიენტები

ცომი

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კეფირი 250მლ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსი

  • ხახვი 1 ცალი
  • მოხარშული კვერცხი 2 ცალი
  • კომბოსტო 300გ
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვენბით

შესაწვავად

  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ცომი მზადდება ძალიან სწრაფად, ამიტომაც თავდაპირველად მოვამზადოთ შიგთავსი.
  2. მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავეთ.
  3. სანამ კვერცხი იხარშება მოვამზადოთ ბოსტნეული.
  4. ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად.
  5. კომბოსტო დაჭერით წვრილად.
  6. გაახურეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი.
  7. შეწვით ხახვი ზეთში.
  8. დაუმატეთ კომბოსტო, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ სანამ კომბოსტო არ გამოყოფს წვენს.
  9. მოხადეთ თავზე და დაელოდეთ სითხის აორთქლებას.
  10. შეწვით საშუალოზე ოდნავ მაღალ სიმძლავრეზე და პერიოდულად მოურიეთ.
  11. როცა კომბოსტო დარბილდება, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  12. კიდევ 5-6 წუთი შეწვით. შემდეგ გადმოიტანეთ ჯამში და გააგრილეთ.
  13. მოვამზადოთ ცომი.
  14. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  15. ღრმა ჯამში ჩაასხით კეფირი და დაუმატეთ არაჟანი.
  16. დაუმატეთ სოდა და კარგად მოურიეთ.
  17. მორევის პროცესში დაუმატეთ მარილი, შაქარი, კვერცხის გული და მცენარეული ზეთი.
  18. გაცრილი ფქვილიც დაუმატეთ ,თავარ მასას ნელ-ნელა.
  19. კარგად დაამუშავეთ ცომი, მოათავსეთ მაგიდაზე და ხელით საგულდაგულოდ დაამუშავეთ.
  20. გადააფარეთ თავზე და დაელოდეთ 20 წუთი.
  21. მოხარშული კვერცხი დაჭერით წვრილ კუბიკებად.
  22. კვერცხი დაუმატეთ დარჩენილ კომბოსტოს და მოურიეთ. შიგთავსი მზად არის.
  23. ცომი გაყავით 4 ტოლ ნაწილად.
  24. თითოეულ ნაწილს მიეცით ძეხვის ფორმა და ისიც გაყავით ტოლ ნაწილებად.
  25. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
  26. ცენტრში მოათვსეთ შიგთავსი და მიეცით ღვეზელის ფორმა.
  27. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები და ღვეზელი მოათავსეთ ნაკერით ქვემოთ.
  28. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი.
  29. ზეთის დონემ აუცილებლად უნდა დაფაროს ღვეზელი ნახევრად.
  30. შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან.
  31. მზა ღვეზელი გადნოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!