ღვეზელები – შინაური კულინარიის კლასიკაა. მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ მათ მომზადება ელემენტერულია, თუმცა, გემრიელი ღვეზელი მხოლოდ ჭეშმარიტ შემფასებლებს გამოსდით. მთავარი საიდუმლო იოლია: ცომისა და შიგთავსის შეხამება იდეალური უნდა იყოს.
„გასტრონომია“ გთავაზობთ ბრტყელი ღვეზელების რეცეპტს. ელასტიური კეფირის ცომი უკვე თავისთავად გემრიელია, შიგთავსის სახით კი კარტოფილის პიურე ან მოთუშული კომბოსტო გამოდგება.
ინგრედიენტები
- 900 გრ ფქვილი
- 500 მლ კეფირი
- 2 კვერცხი
- 2 ს.კ. შაქარი
- 9 გრ საფუარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- კომბოსტო გემოვნებით
- კარტოფილის პიურე გემოვნებით
- 100 გრ მარგარინი
- 1 ხახვი
- ზეთი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაადნეთ მარგარინი, დაუმატეთ კეფირი, კვერცხი, შაქარი და მარილი. ნაზავი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. დაუმატეთ საფუარი და გააჩერეთ 10 წუთით.
- ნელნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ელასტიური ცომი. წაუსვით ზეთი, მოათავსეთ თასში, დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ 40 წუთით.
- მოამზადეთ შიგთავსი: მოამზადეთ კარტოფილის პიურე, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მოთუშული ხახვი. მოთუშეთ კომბოსტო მეორე სახეობის ღვეზელისთვის.
- გაყავით ცომი ულუფებად, გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და მოუჭირეთ ცომს. კვლავ გააბრტყელეთ.
- შეწვით ღვეზელები ზეთში ორივე მხრიდან.
ტაფაზე ღვეზელების შეწვა საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ეს ამად ღირს. დიდი ოდენობით ღვეზელები გამოგივათ და მთელი ოჯახი კმაყოფილი დაგრჩებათ. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!