ქათმის ფარში ასე გემრიელი ჯერ არასდროს ყოფილა. მექსიკური ენჩილადა – ის, რაც ცხარეს მოყვარულებს გაახარებს

2990

თუ ენჩილადა არ დაგიგემოვნებიათ, ჩათვალეთ, არაფერი იცით მექსიკურ სამზარეულოზე. ეს გახლავთ წარმოუდგენლად გემრიელი კერძი ქათმის ფარშით, ყველითა და ტომატის სოუსით. საინტერესოა, რომ რეცეპტი რეგიონის მიხედვით განსხვავდება. ზოგი ფარშს ბოსტნეულს უმატებს, ზოგი – შემწვარ კარტოფილს. ჩვენ კი კლასიკურ ვარიანტს გთავაზობთ.

ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ შიგთავსის ერთგვარ ლავაშში გახვევა ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსახლებულებმა სცადეს, ანუ სწორედ მათ მოიგონეს ენჩილადას რეცეპტი. არ ჩავეძიებით, ვინ არის მართალი. უბრალოდ, ამ კერძის მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის ფარში
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 300 გრ პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  •  ჩ.კ. შაქარი
  • 5 ცალი ტორტილია
  • 0,5 ც წიწაკა ჩილი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გააცხელეთ ნახევარი ზეითუნის ზეთი ტაფაზე. მოთუშეთ დაჭრილი ნიორი, ხახვი და წიწაკა ჩილი.
  2. დაამატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი, მარილი, პილპილი და შაქარი. მოთუშეთ 7 წუთის განმავლობაში.
  3. მეორე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეთი. შეწვით მასში ქათმის ფარში. მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით.
  4. წაუსვით ტომატის მასის ნახევარი ღრმა ფორმის ფსკერზე. ტორტილიებზე დაალაგეთ ფარში, დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ყველი. დაახვიეთ ყოველი ლავაში. მოასხით სოუსის მეორე ნაწილი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

ბურიტო, ტაკო, ტორტილია, ნაჩოსი, კესადილია, ახლა კი ენჩილადა ყველით – რამდენი საოცარი რეცეპტი გვაჩუქა მზიანმა მექსიკამ! გაუზიარეთ ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი მეგობრებს!