ქათმის ხორცისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ქათმის წვნიანიც ამ გემრიელი კერძების სიაშია. ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და კვირაში 2-ჯერ მაინც მოუმზადეთ შვილებს.
ინგრედიენტები:
- საშუალო ზომის ქათამი – 1 ცალი
- ოხრახუში და კამა – 100 გრამი
- კარტოფილი – 300 გრამი
- ხახვი – 50 გრამი
- ბრინჯი – 1/2 ჩაის ჭიქა
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ მოზრდილ ქვაბში, დავასხათ 10-12 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და შევდგათ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე.
- დუღილის დაწყებამდე ჩავუმატოთ ხახვი, კონად შეკრული კამა და ოხრახუში.
- ადუღებისთანავე მოვხადოთ ქაფი.
- მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ ქათამი, გადავავლოთ ცივი წყალი და შევინახოთ.
- ბულიონი გავწუროთ და ისევ შევდგათ ცეცხლზე. ჩავყაროთ ბრინჯი, შემდეგ კარტოფილი, მარილი.
- ბრინჯი და კარტოფილი კარგად რომ მოიხარშება, სუპი გადმოვდგათ, გავაგრილოთ და ჩავასხათ სასუპე ჭურჭელში. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.
- მოხარშული ქათამი რომელიმე საწებლით შეგვიძლია მეორე თავად გამოვიყენოთ.