ჩემი კულინარიული წიგნი წლების მიერ გამოცდილი სხვადასხვა რეცეპტებით სავსეა. აქ ნახავთ სხვადასხვა წვნიანის, ცომეულის, დესერტის, სალათის და წასახემსებლების რეცეპტებს. ამის მიუხედავად, ყოველთვის ახალ რეცეპტებს ვეძებ, ექსპერიმენტებს ვატარებ, ახალ გემოებს ვეძებ. ამჯერად უკრაინელი მზარეულის, ლილია ცვიტის რეცეპტით ფხვიერი ორცხობილები გამოვაცხვე. პირველივე ცდაზე გამომივიდა, რეკომენდაციას ვუწევ.
გამომცხვარი ფხვიერი ორცხობილა ჯემით
ასეთი ორცხობილა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ძალიან მარტივად მზადდება. კარაქის გარდა ცხიმიანი არაჟანიც გჭირდებათ. ასე ცომი უფრო ნაზი ხდება. მზა ცომეული იმდენად ლამაზია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ.
ინგრედიენტები:
- 100 გ კარაქი
- 50 გ შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილი
- 1 კვერცხი
- 260 გ ხორბლის ფქვილი
- 100 გ არაჟანი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 2 ს/კ ჯემი გემოვნებით
- 1 ჩ/კ მანანის ბურღული
მომზადების წესი:
1. კარაქი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ დარბილება მოასწროს. რბილი კარაქი, შაქარი და ვანილი მიქსერით ათქვიფეთ. სათქვეფით ან ჩანგლით ათქვეფაც შეიძლება, მაგრამ დიდ დროს წაგართმევთ. ათქვეფა გააგრძელეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება და მასა ფაფუკი და თეთრი არ გახდება.
2. ოთახის ტემპერატურის კვერცხი დაუმატეთ, ისევ ათქვიფეთ. არაჟანი დაუმატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
3. ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. ნაწილი ნარევს დაუმატეთ, სპატულით აურიეთ. დარჩენილი ფქვილის მასა დაუმატეთ და ცომი ხელით მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ.
4. მზა ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ. ცომის ფირფიტის სისქე 0,5 სმ–ზე მეტი არ უნდა იყოს. კვადრატებად (5×5) დაჭერით. არათანაბარი ნარჩენები ისევ დააგუნდავეთ და გააბრტყელეთ. იმავე ზომის კვადრატები გამოჭერით.
5. კვადრატის ერთი კუთხე მოპირდაპირე კუთხისკენ გადაკეცეთ ისე, რომ ერთი კიდე მეორეზე გრძელი დარჩეს. ფართო მხარეს ორივე კიდე შეკარით, ხელით კარგად დააჭირეთ, რომ ცხობისას არ გაიხსნას. გარეგნულად ფურცელს მოგაგონებთ. შიგნით თითით ჩააღრმავეთ, რომ ჯემი დაუმატოთ.
6. ჯემს მანანის ბურღული დაუმატეთ და აურიეთ. შიგთავსი მზადაა. თითოეულ ორცხობილას ცოტა შიგთავსი დაუმატეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ორცხობილები ქაღალდზე გადაიტანეთ, ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცავით. ცხობისას მოცულობაში გაიზრდება.
7. 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. კარგად შეაწითლეთ. მზა ორცხობილებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ.