ბებიის გამომცხვარ ცხობილაზე გემრიელი არ არსებობს. ეს ნამდვილად დაუწერელი კანონია! ბებია ამ კერძს ცოტა განსხვავებულად გვიმზადებდა, მაგრამ მე ის გავაუმჯობესე და დღეს სიამოვნებით ვამზადებ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფვილი 550გ
- საქონლის ფარში 450გ
- ხახვი 3 ცალი
- ცხვრის ცხიმი 150გ
- წყალი 250მლ
- მარილი 2 ჩაის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 130გ
- ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
- ძირა, კაკალი ქინძი, სიმითის მარცვალი, პაპრიკა და შავი წიწაკა
მომზადება
- მარილი გახსენით წყალში და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომი მოათასვეთ მაცივარში 15 წუთი.
- ამასობაში ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ცხიმიდა ხახვი. დუმატეთ სანელებლები გემოვნებით. მოასხით ზეთი და კარგად მოურიეთ.
- მოზილეთ ცომი და გაყავით 3 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და ერთმანეთზე დაალაგეთ. ფენებს შორის აუცილებლად წაუსვით მდნარი კარაქი.
- დაახვიეთ რულეტისებურად და გაჭერით შუაზე. შეინახეთ მაცივარში 20 წუთი.
- თითოეული რულეტი გააბრტყელეთ მრგვლად და ჩაჭერით 4 ადგილას. ცენტრი უნდა იყოს მთელი.
- ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი და შეახვიეთ ვარდივით.
- წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 35 წუთი 200 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!