ფუნთუშები შედედებული რძით ტაფაზე

770

მოხარშული შედედებული რძე – საკონდიტრო ნაწარმებისთვის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია. 90-იან წლებში ყველა შედევრი მისი მონაწილეობით იქმნებოდა.

დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ეს რეცეპტი. დღეს ჩვენ ბავშვობის საყვარელ გემოს გავიხსენებთ!

ინგრედიენტები

  • კეფირი 250მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი 8გ
  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • მოხარშული შედედებული რძე 370გ
  • მარილი
  • სოდა 0,25 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.დაიწყეთ ცომის მომზადება. ღრმა ჯამში მოათავსეთ კეფირი, ვანილი და სოდა. დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 5-10 წუთი.

2.იმავე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი. ისევ მოურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.

3.მოზილეთ რბილი ცომი. ის ოდნავ წობოვანი უნდა გამოსულიყო.

4.მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად. ორივე ნაწილი გააბრტყელეთ. ერთ ნაწილზე მოათავსეთ შედედებული რძე.

5.ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. ჭიქით ამოჭერით.

6.შეწვით ზეთში.

გემრიელად მიირთვით!