ფუნთუშა, რომელიც ჩაანაცვლებს პურს თქვენს რაციონში

717

ნაყიდი პური ძალიან არ მიყვარს. მირჩევნია საკუთარი ხელებით მოვამზადო!

დღეს ჩვენ გთავაზობთ მშრალ საფუარზე მომზადებულ ფუნთუშებს, რომლებიც უმარტივესად ჩაანაცვლებენ პურს თქვენს რაციონში.

სახლში გამომცხვარი პურით ბავშვებს ვუმანპინძლდები, რადგან ვიცი, რომ ის ნატურალურია.

ინგრედიენტები

  • 7გ მშრალი საფუარი (ან 20გ ახალი)
  • 1-1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი სიმითის მარცვლები
  • 100გ ჭვავის პური
  • 2 სუფრისკოვზი სელის თესლი
  • 330გ ხორბლის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი
  • 50გ შვრიის ფანტელი
  • 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის თესლი
  • 320მლ თბილი წყალი

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით თბილი წყალი. მოაყარეთ საფუარი, თუ საფუარი არ გაიხსნა კარგად მაშინ 15 წუთი დაელოდეთ. თუ ზედაპირზე ქაფიებური მასა არ წარმოიქმნა, ამ შემთხვევაში საფუარი არ ვარგა და უნდა შეცვალოთ. დაუმატეთ ზეთი, მარილი და ისევ მოურიეთ.

2.დაუმატეთ შვრიის ფანტელი და მზესუმზირა. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. რათა მეტად სასარგებლო გამოვიდეს, უმჯობესია კომბინირებული ფქვილი გამოიყენოთ. მაგალითად ხორბლის და შვრიის ან ხორბლის და ჭვავის. მოზილეთ ხელით.

ცომი უნდა გამოგივიდეთ ძალიან რბილი და წებოვანი. დაამრგვალეთ ცომი და მოათავსეთ ჯამში. დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ თბილ ადგილას 1 საათი.

3.ცომსმიეცით ფუნთუშის ფორმები და გადაიტანეთ ფორმაზე. დაასხვენეთ კიდევ 20 წუთი. ჩაჭერით ცენტრში.

4.ღუმელი წინასწარ გაახურეთ 230 გრადუსზე, მოათავსეთ წყლიანი ჭურჭელი. რათა ფუნთუშა იყოს მეტდ ხრაშუნა, შეგიძლიათ მიასხათ ცოტა წყალი.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!