ფუმფულა შოკოლადიანი კრუასანის მომზადების მარტივი ინსტრუქცია

595

კრუასანი ტრადიციული ფრანგული საკონდიტრო ნაწარმია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები გიჟდებიან. საქმე ფაფუკ და ჰაეროვან ცომში და გემრიელ შიგთავსშია, რომელიც აუცილებელი არაა, რომ ტკბილი იყოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დილა იდეალურია, თუ ხელთ ახალი კრუასანი, ცხელი და გამამხნევებელი ყავა გაქვთ. ეს მთელი დღის კარგი განწყობის გარანტიაა.

Gastronomia არომატული ცომეულის რეცეპტს გთავაზობთ. მისი გემო უფროსებს და ბავშვებს ერთნაირად მოეწონებათ. შოკოლადის შიგთავსი ყველაზე პატარა პრეტენზიულის გულსაც მოიგებს. მარტივად მზადდება და შეუდარებელი გემო აქვს.

არომატული კრუასანის შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად: ხაჭოს და კენკრის ნარევი, ვაშლი და დარიჩინი, ყველი და მწვანილი. ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მთავარია, საყინულეში მზა ფენოვანი ცომი გქონდეთ, რომლიდანაც რამდენიმე წუთში დიდებულ დესერტს მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 80 გ რძიანი შოკოლადი
  • 1 კვერცხი

მომზადების წესი:

1. ფენოვანი ცომი საყინულიდან გამოიღეთ. სამკუთხედებად დაჭერით და ბოლოში დიაგონალურად ჩაჭერით.

2. შოკოლადის ფილა კვადრატებად დატეხეთ.

3. სამკუთხედის ძირში შოკოლადის ნატეხი მოათავსეთ. ცომში გაახვიეთ და კუთხეები შეკარით.

4. კვერცხი ათქვიფეთ და კრუასანებს ზემოდან წაუსვით. 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.

ჰაეროვანი კრუასანი მზადაა! ყავას ან კაკაოს მიაყოლეთ. თუ ჩაის დალევას აპირებთ და ტკბილეული არ გაქვთ, არ იდარდოთ, რადგან ფენოვანი ცომით გემრიელი დესერტი სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ.