ფრანგული ტორტი “სენტ-ონორეს” რეცეპტი

1497

როდესაც დაბადების დღეს ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას აღვნიშნავთ, ყოველთვის ვაცხობ ამ ტორტს. ფრანგული “სენტ-ონორეს” რეცეპტი ერთმა ფრანგმა კონდიტერმა გამიზიარა.

ამ უგემრიელესი დესერტის წარმოშობაზე უამრავი თქმულება და ლეგენდა არსებობს. წმინდა ჰონორე, რომლის სახელსაც ეს შეუდარებელი ტორტი ატარებს, კონდიტერების და მცხობელების მფარველად ითვლება.

სახლში გამომცხვარი ტორტი მარწყვითა და ფაფუკი კრემიანი შიგთავსით 

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ტორტი “სენტ ონორეს” რეცეპტს მცირე ზომის შუთი და მარწყვით. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 150 მლ წყალი (ან რძე)
  • 50 გრ კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 200 გრ ფქვილი
  • 300-400 გრ მოხარშული კრემი
  • 150 გრ მზა ცომი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები ცილის ფენისთვის

  • 2 კვერცხის ცილა
  • 90 გრ შაქარი

ინგრედიენტები კარამელის მინანქრისთვის

  • 25 მლ წყალი
  • 75 გრ შაქარი
  • კენკრა გასაფორმებლად

მომზადების წესი

1. მოხარშული ცომის მოსამზადებლად დაუმატეთ წყალს კარაქი და მარილი. როდესაც ადუღდება (კარაქი ბოლომდე უნდა დადნეს), დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მაშინვე მოზილეთ კოვზით. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ, სანამ ცომი ცოტათი არ გაგრილდება.

2. ცომს თანდათან დაუმატეთ კვერცხი და მუდმივად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან, გლუვ მასას არ მიიღებთ.

3. მზა ცომი გაიყვანეთ და ამოჭერით მისგან მრგვალი ფენა. მოათავსეთ ცომის ფენა პერგამენტის ქაღალდზე და ჩანგლით პატარ-პატარა ნახვრეტები გაუკეთეთ.

4. შემდეგ მოიმარჯვეთ საკონდიტრო შპრიცი ვარსკვლავის ფორმის სამაგრით და მისი მეშვეობით დაიტანეთ მოხარშული ცომი მზა ცომის ფენაზე. მე 3 რგოლი გამომივიდა.

5. დარჩენილი მოხარშული ცომი გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე. პატარა ზომის შუები  გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 150 გრადუსამდე და გამოაცხვეთ დამატებით 10-15 წუთი.

6. ასევე გამოაცხვეთ მზა ცომის მრგვალი ფენა 15-20 წუთის განმავლობაში, 200-220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

7. ათქვიფეთ კვერცხის გაცივებული ცილა მწიკვ მარილთან ერთად, როდესაც ფუმფულა მასას მიიღებთ, თანდათან დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ ათქვეფა, სანამ ბეზეს არ მიიღებთ.

8. გამომცხვარ ფირფიტას წაუსვით მოხარშული კრემი. საკონდიტრო შპრიცითა და შესაფერისი ფორმის სამაგრის მეშვეობით კრემის ზემოდან დახატეთ ბადე ათქვეფილი კვერცხის ცილით.

9. სიროფის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და წყალი და დაადგით ცეცხლზე. მოადუღეთ, შემდეგ კი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5-8 წუთით. სიროფის წვეთი არ უნდა გაიჟღენთოს თეფშზე.

შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიროფი გამაგრდება! ცხელი პატარა შუები ამოავლეთ მომზადებულ სიროფში.

10. ტორტის კიდეებზე დაალაგეთ სიროფში ამოვლებული შუ. გააფორმეთ ტორტი მარწყვით ან სხვა სასურველი კენკრით.

11. ტორტი “სენტ ონორე” მზადაა. გემრიელად მიირთვით!