ფორთოხლის პანაკოტა – იტალიური დესერტის საიდუმლო

2510

პანაკოტა იტალიური დესერტია და წარმოადგენს ნაღების ერთგვარ ჟელეს.  ფორთოხლის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთქვის სასურველი ხილი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ფინჯანი (1ლ) ნაღები
  • 150 გ შაქარი
  • 2 სუფრის წყალი
  • 3 ჩაის კოვზი წყალი
  • 3 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ლიქიორი, მაგალითად, “კუანტრო”
  • 2 ფორთოხლის ცედრა და ლებნები

ულუფა: 6

მომზადება: 15 წუთი + 6-7 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. ნაღები და შაქარი საშუალო ზომის ქვაბით დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. დაუწიეთ ცეცხლს 1/3-ით და ქვაბი ზედ დაახლოებით 5 წუთი გააჩერეთ.
  2. პატარა ფინჯანში ჩაყარეთ ჟელატინი და დაასხით წყალი, რომ დალბეს.
  3. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი და ჟელატინი, კარგად მოურიეთ.
  4. კრემი გაწურეთ 15 წუთი. შეურიეთ ფორთოხლის ცედრა და გააჩერეთ 15 წუთი.
  5. კრემის მასა ჩაასხით 180 მლ მოცულობის ექვს ყალიბში და 6 საათით შედგით მაცივარში.
  6. სუფრაზე მიტანის წინ თითოეული პანაკოტა ფრთხილად მოათავსეთ თეფშზე და მორთეთ ფორთოხლის აპკგადაცლილი ლებნებით.