“ფეტვრაალი” – ფეტვიანი ხაჭაპური სვანური წარმოშობისა და იქაური სამზარეულოს სავიზიტო ბარათია, ყველთან ერთად გულში ფეტვის დამატება ხაჭაპურს განსხვავებულ გემოს აძლევს. ფეტვი სვანურ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, სწორედ აქ დატოვა თავისი ყველაზე მკაფიო კვალი ძველი ქართველებისათვის ასე მნიშვნელოვანმა მარცვლოვანმა კულტურამ, რომელიც მოგვიანებით შორეული ამერიკიდან შემოსულმა სიმინდმა ჩაანაცვლა.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- ფქვილი – 500 გ
- წყალი – 230 მლ
- საფუარი – 12 გ
- მარილი – 10 გ
შიგთავსისთვის:
- იმერული ყველი (მშრალი) – 600 გ
- ფეტვი – 100 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საფუარი გახსენით 30 მლ წყალში და გააჩერეთ 10 წუთით.
- ფქვილში ჩაყარეთ მარილი და ნელ-ნელა დაასხით წყალში გახსნილი საფუარი, თან ზილეთ. თანდათან დაამატეთ თბილი წყალი და განაგრძეთ მოზელა. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ფაფუკი. მოზელილი ცომი თბილ ადგილას შეინახეთ (დადეთ ისეთ ადგილას, სადაც ჰაერი ნაკლებად შეაღწევს, რათა ცომს თავი არ მოახმეს).
- მშრალი იმერული ყველი, ფეტვი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს.
- აფუებული ცომი გააბრტყელეთ მრგვალ ფირფიტად, შუაგულში ჩადეთ ყველისა და ფეტვის მასა და ისე შეკარით, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს. შუაში დატოვეთ ნასვრეტი.
- ფეტვის ხაჭაპური შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე. სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.