ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცომის ხვეულები, დედა ამ დესერტს ხშირად გვიმზადებდა.
ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ ხვეულების შეძებნა, მაგრამ სახლში მომზადებულს ვერცერთი ვერ შეედრება.
სახლში ძველი რეცეპტების წიგნი ვიპოვე. გამოშვებულია 1959 წელს, მაში დროით შემოწმებულ რეცეპტებს მივაგენი. დღეს ეს დესერტი სწორედ იმ საოცარი წიგნიდან არის. პირდაპირ ჩვენი ბავშვობიდან.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 500გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 200მლ წყალი
- მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი
- ლიმონის წვენი
ინგრედიენტები დასახვევად
- 200გ კარაქი
- 3 ჩაის კოვზი ფქვილი
- 1 კვერცხი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 3 კვერცხის ცილა
- 120გ შაქარი
- 65გ წყალი
- ლიმონის წვენი
მომზადება
1.ჯამში ჩაასხით წყალი (200მლ), დაუმატეთ 2 გული, მარილი და ლიმონის წვენი. როცა მარილი გაიხსნება, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
2.მოზილეთ ცომი 5-8 წუთის განმავლობაში. დაამრგვალეთ და მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე. დააფარეთ ხელსახოცი, დატოვეთ 20-30 წუთი.
3.ჯამში ჩაჭყლიტეთ კარაქი, დაუმატეთ დასახვევად განკუთვნილი ფქვილი და მოურიეთ. ამ მასისგან გამოიყვენაეთ მოგრძო ოთხკუთხედი ლენტები. გააბრტყელეთ ცომი ისე, რომ ცენტრი ოდნავ სქეილი იყოს დაბოლოებებთან შედარებით.
4.ლენტის შუაგულში მოათავსეთ დამუშავებული კარაქი (ფქვილთან ერთად). კუთხეები კარგად დააფიქსირეთ, მიღებული კონვერტი მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე. გააბრტყელეთ ცომი. 4 ასეთ ლენტი ერთმანეთზე მოათავსეთ.
ამ მეთოდით თქვენ მიიღებთ 4 ფენა ცომს კარაქით. დააფრეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 10 წუთი. დროის გასვლის შემდეგ, მოაყარეთ ფქვილი და ისე გააბრტყელეთ. გაიმეორეთ იგივე ისე, რომ მიიღოთ 12 ფენა.
ცომი გააგრილეთ 20 წუთი და ისევ გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ 64 ფენა. გააგრილეთ ცომი 30 წუთი და ისევ მოათავსეთ ოთხად, უნდა მიიღოთ 256 ფენა კარაქი.
5.მზა მართკუთხედი ცომი გააბრტყელეთ 5-6მმ ფირფიტად. დაჭერით 1,5-2სმ ნაჭრებად. აიღეთ კონუსებური ფორმა და მოახვიეთ ცომი.
6.მზა ხვეულები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი 240-250 გრადუსზე.
მოვამზადოთ კრემი
1.ქვაბში მოათავსეთ შაქარი, დაასხით წყალი, კარგად მოურიეთ და მოადუღეთ სიროპი. ცილა ატქვიფეთ ამოფუებამდე. კვერცხის მასა დაუმატეთ სიროპს და ათქვიფეთ 1-2 წუთი.
2.ხარშვისა და თქვეფის შემდეგ, დაუმატეთ 2 წვეთი ლიმონი. კრემი უნდა გამოვიდეს სქელი. კრემი მალევე უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფუჭდება.
ამოავსეთ ხვეულები კრემით. მოაყარეთ ცომის ნაფხვენები და შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!