როცა დესერტად რაღაც მსუბუქი და უჩვეულო გსურთ, შეგიძლიათ ფენოვანი ცომით და ვაშლით „ვარდები“ გააკეთოთ. ცოტა ინგრედიენტი სჭირდება, მაგრამ ეფექტურად გამოიყურება. 6 ულუფასთვის 1 ვაშლი, მწიკვი დარიჩინი და ნახევარი შეფუთვა ფენოვანი ცომი საკმარისია.
ფენოვანი ცომის ვარდები ვაშლით
ინგრედიენტები:
- 250 გრ ფენოვანი ცომი
- 1 ვაშლი
- 1 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
- 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი:
1. ვაშლს შუაგული ისე მოაშორეთ, რომ მისი მთლიანობა არ დააზიანოთ. ამისთვის სპეციალური დანა მაქვს. თუ ასეთი დანა არ გაქვთ, ვაშლი რგოლებად დაჭერით და შემდეგ შუაგული ნებისმიერი მრგვალი მილით მოაშორეთ.
2. გასუფთავებული ვაშლი თხელ რგოლებად დაჭერით.
3. ცომი გააბრტყელეთ და 6 თანაბარ ნაწილად დაჭერით.
4. თითოეული ცომის კუთხეები ისე ჩაჭერით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
5. ვაშლის რგოლები შაქრისა და დარიჩინის ნარევში ამოავლეთ.
6. თითოეული ვაშლის რგოლი ცომის ნაჭერზე მოათავსეთ.
7. ვაშლის რგოლი შიგნით მოათავსეთ და ამოჭრილი კიდეები წყვილად შეაერთეთ. რაღაც ბაფთის მსგავსი გამოვა.
8. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ზეთი წაუსვით და მასზე „ვარდები“ დააწყვეთ.
9. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.
10. როცა შეწითლდება, ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.
11. “ვარდებს“ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და მაგიდაზე გაიტანეთ. ძალიან მსუბუქი და ისეთი ლამაზი გამოვა, რომ ჭამაც დაგენანებათ. მეორე დღეს, რამდენიც არ უნდა მოამზადოთ, არ დარჩება. წარმოუდგენლად გემრიელია!
12. გემრიელად მიირთვით!